![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b4/NationalPalace_MuseumFrontView.jpg/640px-NationalPalace_MuseumFrontView.jpg&w=640&q=50)
ტაივანის ტურიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტაივანის ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრია და შემოსავლის წყაროა. 2015 წლისთვის ტაივანმა დაახლოებით 10 მილიონი საერთაშორისო ტურისტი მიიღო.[1] ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს ტაივანის ტურიზმის ბიურო და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო განაგებს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b4/NationalPalace_MuseumFrontView.jpg/640px-NationalPalace_MuseumFrontView.jpg)
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (4.5 ქულა) ტაივანი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 30-ე ადგილზეა.2015 წელთან შედარებით ტაივანმა სიაში 2 ადგილით მაღლა აინაცვლა.[2] 2017 წელს ტაივანს 10 439 785 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 14 387 000 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 1 378.1$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 295 005 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილებიის 2.3%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 1.8%-ია.[3] ტაივანს საუკეთესო მაჩვენებლები სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურის (მე-16 ადგილი, 5.2 ქულა) და ადამიანური რესურსებისა და შრომის ბაზრის (მე-19 ადგილი, 5.3 ქულა) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი გარემოს მდგრადობის შენარჩუნებისა (75-ე ადგილი, 4.1 ქულა) და მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტიზაციის (56-ე ადგილი, 5.4 ქულა) სვეტებში.[4]