კორეული საბრძოლო ხელოვნება From Wikipedia, the free encyclopedia
ტაეკვონდო, თეკვონდო (კორ. 태권도 [跆拳道]) — კორეული საბრძოლო ხელოვნება. თეკვონდოს განსაკუთრებული მახასიათებელი — ფეხების აქტიური მონაწილეობა ბრძოლაში, როგორც დარტყმისთვის ასევე ბლოკირებისთვის[1]. სიტყვა „თეკვონდო“ შედგება სამი სიტყვისგან: „თე“ — გათელვა, „კვონ“ — მუშტი (ხელი), „-დო“ — ხელოვნება, თეკვონდოს გზა, გეზი სრულყოფისკენ (ხელ-ფეხის გზა). ჩოი ჰონ ხის განმარტებით, „თეკვონდო ნიშნავს სულიერი სისტემის გავარჯიშებას, იარაღის გარეშე თავდაცვას, ჯამრთელობასთან ერთად და ასევე კვალიფიცირებული დარტყმებით, ბლოკირებითა და ხტუნვით განხორციელებული ცარიელი ხელ-ფეხით ერთი ან რამდენიმე მოწინააღმდეგეს დამარცხებას“.
თეკვონდოს პიქტოგრამა | |
უმაღლესი ორგანო | World Taekwondo |
---|---|
მეტსახელი | TKD, Tae Kwon Do, ტეკვანდო |
ტიპი | სპორტის სახეობა |
ოლიმპიადა | 2000 წლიდან (თეკვონდო მსოფლიო ფედერაციის მხარდაჭერით) |
ქვეყანა/რეგიონი | სამხრეთი კორეა |
თეკვონდოს განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული კორეის ისტორიასთან. თეკვონდოს დაბადების ისტორია შეიძლება დავყოთ ისტორიის ოთხ პერიოდად: კორეული საბრძოლო ხელოვნებების დაბადება და განვითარება სამი სახელმწიფოს პერიოდში, საბრძოლო ხელოვნება სახელმწიფო კორიოს დროს, ჩოსონის დინასტიის დროს და თეკვონდოს თანამედროვე ისტორია[2].
ითვლება, რომ სამი სახელმწიფოს პერიოდში დაიწყო ისეთი ხელოვნების ჩამოყალიბება როგორიცაა „სუბაკი“ (수박) და „ტეიკიეონი“ (택견), რაც ტაიკვანდოს განვითარების საბაბიც გახდა. სამი სახელმწიფოს ისტორიის გვიან პერიოდში საბრძოლო ხელოვნება კორეის ნახევარკუნძულზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით მებრძოლეების მოსამზადებლად.
და , როგორც ამ პოპულარობის შედეგი, „სუბაკი“ (수박) და „ტეიკიეონი“ (택견) გახდნენ სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების სწავლების საფუძველი , მაგალითად ისეთების როგორიცაა „ჰვარანდო“ (화랑도) სილაში და „ჯოვისონინი“ (조의손인) კოგურიოში[3].
სახელმწიფო კორიოს პერიოდში „სუბაკმა“ (수박) და „ტეიკიეონმა“ (택견) უფრო სისტემატიური განვითარება დაიწყო და ახალ დონეზე გადავიდა. შესაძლებელია სამხედრო სამსახურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა „ტეიკიეონის“ (택견) ათვისების დონეს. ჩვეულებრივ ჯარისკაცებს, რომლებსაც ჰქონდათ „ტეიკიეონი“ (택견) ათვისებული რაღაც დონემდე, წარადგენდნენ გენერალთან, რომელიც მათგან საუკეთესოებს ირჩევდა ოფიცრის წოდებამდე გასაზრდელად[4]. ამავე პერიოდში სამეფო ოჯახის დიდი ინტერესით სარგებლობდა „სუბაკის“ (수박) შეჯიბრებები[5].
XIV საუკუნეში, ჩოსონის სახელმწიფოს დაარსების შემდეგ „სუბაკი“ (수박) და „ტეიკიეონი“ (택견) იწყებენ თავიანთი პოპულარობის დაკარგვას. ეს ტენდენცია უფრო გამწვავდა XVI საუკუნის მიწურულს იაპონიის მიერ განხორციელებული შეტაკებებით. ამავე დროს, მთავრობა იღებს მკვეთრ გადაწყვეტილებებს საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად და საბრძოლო ხელოვნებების გასავითარებლად. ამ ზომების შედეგი გახდა წიგნის გამოშვება — „მუიედობოტონჯი“ (무예도보통지), რომელშიც აღწერილია იმ დროის საბრძოლო ხელოვნება. ამ წიგნის მეოთხე ტომის მთავარი თემაა „საბრძოლო ტექნიკა“, შეიცავდა 38 სურათს, რომელიც გვახსენებს დღევანდელი ტაიკვანდოს მოძრაობებს.
მაგრამ, მიუხედავად ამისა ამ ზომებმა ვერ ააცილეს ისინი იაპონელების თავდასხმას, რომლებსაც სურდათ ტრადიციული კორეული საბრძოლო ხელოვნების აღმოფხვრა. ასეთ პირობებში „სუბაკის“ (수박) და „ტეიკიეონის“ ვარჯიში მხოლოდ საიდუმლოდ იყო შესაძლებელი, მით უმეტეს კორეული საბრძლო ხელოვნების მცოდნეებს უმრავლესობა წაყვანილი ჰყავდათ იაპონიაში, ოსტატების ნახევარი კი ჩინეთში გაიქცა. ყველა ამ ფაქტორმა იმოქმედა ტაიკვანდოს განვითარებაზე ჩვენს დღეებში.
1945 წლის 15 აგვისტოს, ყვეყნის განთავისუფლებისას, კორეული საბრძოლო ხელოვნება განვითარების ახალ ფაზაში გადადის. სწორედ ამ პერიოდში ჩნდება სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების სკოლები. თავიდან ამ სკოლების ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა დანსუდო, თანაც ამ სკოლების დამაარსებლებზე დიდად მოქმედებდა ჩინური და იაპონური ხელოვნება. იმ დროის ყველა ოსტატს აერთიანებდა მხოლოდ ერთი — იმის გააზრება, რომ ყოველი კორეული საბრძოლო ხელოვნების ტრადიცია უნდა გაერთიანებულიყო (სუბაკი, ტეიკიეონი და ა.შ).
კორეულმა ომმა შეიტანა თავისი შესწორებები კორეული საბრძოლო ხელოვნებების გაერთიანების გეგმებში, მიუხედავად ამისა შექმნილი იყო კორეის ასოციაცია კონგსუდო (공수도). აზრთა სხვადასხვაობის გამო ამ ასოციაციის ზოგიერთმა წევრმა დატოვა იგი და შექმნა საკუთარი ასოციაცია — კორეის დანგსუდო (당수도), რომელიც შემდგომ ოფიციალურად იყო შესული კორეის სპორტის მოყვარულთა ასოციაციაში.
ამ დროს, ერთ-ერთი დანგსუდო (당수도) სკოლის დამაარსებელი ჩოი ჰონ ხი, სამხრეთ კორეის გენერლად მყოფი კორეის პრეზიდენტის ლი სინ მანის მხარდაჭერით სარგებლობს, და 1955 წელს ჯარისკაცთა გადამზადების პროგრამაში რთავს საბრძოლო ხელოვნების თავისებურ სტილს. ასევე იგი ხვდებოდა, რომ არ შეიძლებოდა ჩინური ან იაპონური საბრძოლო ხელოვნებების სახელწოდებათა გამოყენება (დანგსუდო — ტაივანური ან ჩინური მუშტი, კონგსუდო — კარატეს კორეული სახელწოდება), ამიტომ მის მიერ ჯარისკაცებისთვის წარდგენილ საბრძოლო ხელოვნებას მან ტაიკვანდო უწოდა. და 1959 წელს ტაიკვანდოს ასოციაციის შექმნან შეცვალა დანსუდოს (당수도) ასოციაცია. თუმცა ასეთი სახით არსებობა დიდხანს ვერ შეძლო. გენერალმა ჩოიმ პრეზიდენტის მხარდაჭერა 1960 წელს დაკარგა. ამით ისარგებლეს სკოლის ლიდერებმა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ სახელწოდება ტაიკვანდოს. მაგრამ, მიუხედავად ამისა მათ გამოიყენეს ჩოი ჰონ ხის იდეა იგვარად, რომ სახელწოდებას უნდა გამოეხატა კორეული ტრადიციები. დაფუძნებული იქნა ასოციაცია კორეის სუბაკდო.
კორეის სპორტის მოყვარულთა ასოციაციას ერთი სახის სპორტისთვის მხოლოდ ერთი ასოციაციის აკრედიტაცია შეეძლო მოეხდინა, ამიტომ კორეის განათლების სამინისტრომ და ასოციაციამ ერთობლივი კრება ჩაატარეს, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება ასოციაციები გააერთიანებინათ. და რაღქმაუნდა მთავარ საკამათო თემას ასოციაციის სახელი წარმოადგენდა. მათ გადაწყვიტეს შეეერთებინათ ორი სახელწოდება, რის შედეგადაც მიიღეს ახალი ასოციაცია ტაისუდო (태수도).
კორეის საბრძოლო ხელოვნების და სპორტის განვითარებაში დიდი წვლილისთვის გენერალი ჩოი ჰონ ხი დანიშნეს ასოციაცია ტაისუდოს (태수도) მესამე პრეზიდენტად. გენერალი მთელი თავისი ძალით ცდილობდა დაებდრუნებინა ასოციაციისთის პირვანდელი სახელი ტაიკვანდო, და 1965 წელს მან ეს შეძლო. სახელის დაბრუნების შემდეგ გენერალმა შესწირა თავისი ადგილი ასოციაციაში (KTA — Korea Taekwondo Association). უახლოეს მომავალში 1966 წელს მის მიერ დაფუძნებული იყო ტაიკვანდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITF — International Taekwondo Federation). იმ მომენტიდან ტაიკვანდოს განვითარებაზე ზრუნავს ურთიერთდამოუკიდებელი ორი ასოციაცია: ტაიკვანდოს საერთაშორისო ფედერაცია და კორეის ტაიკვანდოს ასოციაცია (რომლის მუშაობითაც იყო შექმნილი ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაცია).
კორეის ტაიკვანდოს ასოციაციის შემდეგ, მიღებული იყო გადაწყვეტილება ტაიკვანდოს ცენტრის აშენებასთან დაკავშირებით, რომელმაც მიიღო სახელწოდება „გუგკივონ“ (국기원) და აშებენებული იყო 1972 წელს. და უკვე 1973 წელს „გუგკივონმა“ (국기원) მიიღო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, მანდვე კორეის გარეთ შექმნილი იყო ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაცია (WTF — World Taekwondo Federation)[6].
ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაციამ თავისი არსებობის მოკლე ვადაში შეძლო საკმაოდ კარგი შედეგისთვის მიეღწია.[7].
ტაიკვონდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITF) დაარსდა 22 მარტს 1966 წელს ქალაქ სეულში (სამხრეთი კორეა).
ტაიკვანდოს გლობალური ფედერაცია (GTF) დაარსდა გრანდ მასტერ Jung Tae Park-ის მიერ 1990 წელს.
ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაცია, ტმფ (ინგლ. World Taekwondo Federation, WTF) დაარსდა 28 მაისი 1973 წელი, ჩეონ ჯონგვონი — მისი მოქმედი პრეზიდენტი. ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაცია სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ასოციაციების წევრია, ისეთების როგორიცაა საუნივერსიტეტო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (FISU), სამხედრო სპორტის საერთაშორისო საბჭო (CISM) და სხვ.
ტაიკვანდოს ქამრები პირობითად „ფერადებზეა“ დაყოფილი (რომელთაც განეკუთვნება თეთრიც) და „შავზე“. ფერადებს განეკუთვნება 10 „გეუბი“ (კორეულიდან 급 — დონე) 1-დან 10-მდე. რეგიონულ ფედერაციაზეა დამოკიდებული შესაძლებელია ქამრის ფერი და მისი შესაბამისი დონე განსხვავდებოდეს, მაგრამ ზოგადად დაფუძნებულია შემდეგ კლასიფიკაციაზე:
ფერადი ქამრების შემდეგ მოდის შავები, მაგრამ 15 წელს მიღწეულ ტაიკვონდისტებს არ აქვთ მისი ტარების უფლება, ამიტომ ისინი ატარებენ „ფჰუმს“ — წითელ-შავი ქამარი, 15 წელს მისულის ფჰუმი უტოლდება დანს. შავ ქამრებს საკუთარი დონეები გააჩნია — დანები. ტაიკვანდოში 9 დანია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.