From Wikipedia, the free encyclopedia
სუჭოუ (ჩინ.: 苏州市, [sú.ʈʂóu]; სუჭოუს დიალექტი: [səu tsøʏ]) — საოლქო დონის ქალაქი ძიანსუს პროვინციაში, აღმოსავლეთი ჩინეთი. ქალაქის ცენტრი 100 კილომეტრით დასავლეთით მდებარეობს შანხაიდან. ეს არის ძირითადი ეკონომიკური ცენტრი, ასევე სავაჭრო და კომერციული ადგილი ძიანსუს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ეს ასევე არის სიდიდით მეორე ქალაქი პროვინციაში ნანკინის შემდეგ. სუჭოუს ჩრდილოეთი ნაწილი მდინარე იანძის სანაპიროს მოიცავს, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კი ტბა ტაიხუ მდებარეობს. ადმინისტრაციულად, სუჭოუ არის საოლქო დონის ქალაქი, რომლის ურბანულ ნაწილში მაცხოვრებელი ადამიანების რიცხვი 4.33 მილიონს შეადგენს. ქალაქის ადმინისტრაციული ტერიტორიის მაცხოვრებლების რიცხვმა, 2013 წლის მონაცემებით, 10.58 მილიონი შეადგინა.[3] 2000 — 2014 წლებში სუჭოუს ურბანული ნაწილის მოსახლეობა 6.5% გაიზარდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჩინეთის დიდ ქალაქებს შორის.[4][5]
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
სუჭოუ 苏州市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | ძიანსუ |
შიდა დაყოფა | Gusu District, Huqiu District, Wuzhong District, Xiangcheng District, Wujiang District, Kunshan, Zhangjiagang, Changshu და Taicang |
კოორდინატები | 31°17′59″ ჩ. გ. 120°35′07″ ა. გ. |
დაარსდა | ძვ. წ. 514 |
ფართობი | 8,488.42[1] კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 5 მეტრი |
მოსახლეობა | 10,721,700[2] კაცი |
სიმჭიდროვე | 1,300 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 512 |
საფოსტო ინდექსი | 215000 |
საავტომობილო კოდი | 苏E |
ოფიციალური საიტი | suzhou.gov.cn |
ქალაქის არხები, ქვის ხიდები, პაგოდები, ჩინური ბაღები ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობებია. სუჭოუს ბაღები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1997 წელსა და 2000 წლებში შეიტანეს. სუჭოუს ხშირად მოიხსენიება, როგორც „აღმოსავლეთის ვენეცია“ ან „ჩინეთის ვენეცია“.[6][7][8]
სუჭოუ მდებარეობს ტბა ტაიხუს დაბლობზე, რომელიც მდინარე იანძის სამხრეთით მდებარეობს. ქალაქი მდებარეობს 100 კილომეტრით დასავლეთით შანხაიდან, ხოლო ნანკინიდან 200 კილომეტრით აღმოსავლეთით.
სუჭოუსათვის დამასახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კრლიმატი ცხელი, ნოტიო ზაფხულებითა და ღრუბლიანი, გრილი და ნესტიანი ზამთრით. ზამთრობით ქალაქში არც თუ ისე ხშირად თოვს (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია Cfa). ზამთრობით ხშირია ჩრდილო-დასავლეთის ქარი ციმბირიდან, რაც ტემპერატურის დავარდნას იწვევს. ღამით ხშირად ყინავს. სამხრეთ-დასავლეთის ქარი ზაფუხლობით ტემპერატურის 35°C-მდე აწევას იწვევს. ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც სუჭოუში 1951 წლის შემდეგ დაფიქსირებულა 41.0°C-ია, რომელიც 2013 წლის 7 აგვისტოს დაფიქსირდა.
ჰავის მონაცემები — სუჭოუ (1981–2010) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 22.5 | 28.0 | 31.9 | 33.6 | 35.8 | 37.3 | 39.3 | 38.5 | 37.4 | 33.1 | 27.2 | 24.5 | 39.3 |
საშუალო მაღალი °C | 8.0 | 10.5 | 14.9 | 20.6 | 25.9 | 28.8 | 32.8 | 32.3 | 28.5 | 23.5 | 17.2 | 11.0 | 21.2 |
საშუალო დღიური °C | 4.4 | 6.4 | 10.4 | 15.9 | 21.2 | 24.9 | 28.8 | 28.5 | 24.4 | 19.2 | 13.0 | 7.0 | 17.0 |
საშუალო დაბალი °C | 1.5 | 3.4 | 7.0 | 12.2 | 17.5 | 21.9 | 26.0 | 25.8 | 21.9 | 16.3 | 9.8 | 4.0 | 13.9 |
რეკორდულად დაბალი °C | −9.8 | −7.2 | −3.2 | −0.4 | 5.0 | 11.8 | 16.9 | 16.6 | 10.4 | 2.6 | −4.2 | −7.7 | −9.8 |
საშუალო ნალექი (მმ) | 78.8 | 72.5 | 104.0 | 83.9 | 119.7 | 206.4 | 153.0 | 172.3 | 78.9 | 58.2 | 63.2 | 48.5 | 1 239,4 |
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) | 11.1 | 11.7 | 13.4 | 12.9 | 12.0 | 14.2 | 10.5 | 12.7 | 11.0 | 8.1 | 8.4 | 9.2 | 135.2 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 77 | 78 | 76 | 75 | 75 | 77 | 71 | 72 | 74 | 73 | 75 | 75 | 75 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 108.4 | 104.2 | 122.5 | 144.9 | 164.4 | 146.9 | 209.7 | 208.0 | 170.8 | 159.5 | 126.8 | 122.3 | 1 788,4 |
წყარო: Suzhou Almanac[9] |
სუჭოუ ცნობილია თავისი 60-ზე მეტი კლასიკური ბაღით, რომლებიც დაცულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა შორის.[10]
სუჭოუში მდებარეობს ძიანგნანის არხი, რომელიც ჩინეთის დიდი არხის ნაწილია. არხი მოიცავს ქალაქის 10 კარიბჭეს და 20-ზე მეტ ქვის ხიდს, რომელსაც ტრადიიული ჩინური დიზაინი აქვს. ტაძრები და პავილიონები, ხიდებთან ერთად კარგადაა შემონახული. [11][12] [13] სუჭოუში, დიდ არხზე, საერთო ჯამში, 24 ხიდისმაგვარი ნაგებობა არსებობს.[14]
2015 წელს, ორივე, 800 წლის წინანდელი ფინგძიანგის გზის ისტორიული ნაწილი (ჩინ.: 平江路) და 1 200 წლის წინანდელი შანტანგის ქუჩის ნაწილი (ჩინ.: 山塘街) „ჩინეთის ისტორიული და კულტურული ქუჩების სიას“ დაემატა.[15]
სუჭოუში ქალაქის დათვალიერება ნავითაა შესაძლებელი. ამის გამო, ქალაქს ხშირად „აღმოსავლეთის ვენეციას“ უწოდებენ. ეს სახელი პირველად მარკო პოლომ გამოიყენა ამ ადგილის აღწერისათვის.[16][17] ჩინეთის დიდი არხი (ბეიჯინგიდან ჯეძიანის პროვინციამდე) ასევე არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი.
სუჭოუსა და თაიხუს ეროვნული ტურიზმისა და რეკრეაციის ზონა (苏州太湖国家旅游度假区) სუჭოუს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ქალაქის ცენტრიდან 15 კილომეტრში.[18][19]
აღმოსავლეთის კარიბჭე 301.8 მეტრის სიმაღლის ნაგებობაა, რომელიც 74 სართულს მოიცავს. ეს სუჭოუს ცენტრალურ ბიზნეს რაიონში მდებარეობს. აღმოსავლეთის კარიბჭე 2015 წელს აშენდა და მისმა ღირებულებამ 700 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს ნაგებობა ამჟამად სუჭოუში ყველაზე მაღალი შენობაა.[20]
ქალაქის მთავარ მუზეუმებს შორისაა: სუჭოუს მუზეუმი (დიზაინზე იმუშავა იუჰ მინ პეიმ), სუჭოუს აბრეშუმის მუზეუმი და ჩინეთის ქუნციუს მუზეუმი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.