From Wikipedia, the free encyclopedia
სუბჰას ჩანდრა ბოსი (ინგლ. Subhash Chandra Bose, ბენგ. সুভাষ চন্দ্র বসু, Shubhash Chôndro Boshu ) ( 23 იანვარი 1897 - 18 აგვისტო 1945 ) [1], ასევე ცნობილი როგორც ნეტაჯი — წარმოშობით ბენგალელი, ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ისეთივე პატივს მიაგებენ, როგორც ჯავაჰარლალ ნერუს და მაჰათმა განდის.
სუბჰას ჩანდრა ბოსი ბენგ. সুভাষ চন্দ্র বসু | |
თავისუფალი ინდოეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 ივლისი 1943 – 18 აგვისტო 1945 | |
წინამორბედი | თანამდებობა დამტკიცდა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 იანვარი 1938 – 15 აპრილი 1931 | |
წინამორბედი | ჯავაჰარლალ ნერუ |
მემკვიდრე | რაჯენდრა პრასადი |
კოლკატას მერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 აგვისტო 1930 – 15 აპრილი 1931 | |
წინამორბედი | ბიდჰან ჩანდრა როი |
დაბადებული | 23 იანვარი 1897 კატაკი, ბენგალის საპრეზიდენტო, ბრიტანეთის ინდოეთი, ბრიტანეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 18 აგვისტო 1945 (48 წლის) ტაიხოკუ, იაპონიის იმპერია, იაპონია |
დაკრძალულია | ტოკიო, იაპონია |
პოლიტიკური პარტია | ინდოეთის ეროვნული კონგრესი |
მამა | ჯანახინათ ბოსი |
დედა | პრაბხაბატი ბოსი |
მეუღლე | ემილი შენკლი |
შვილები | ანიტა ბოსე ფპაფი |
განათლება | კალკუტის უნივერსიტეტი ფიცუილიამას კოლეჯი საპრეზიდენტო უნივერსიტეტი შოტლანდიის საეკლესიო კოლეჯი Ravenshaw Collegiate School Bangabasi Morning College |
საქმიანობა | საზოგადო მოღვაწე |
რელიგია | ინდუიზმი |
ჯილდოები | ბჰარატ რატნა |
ხელმოწერა | |
საიტი | [] |
ბრიტანელ კოლონიალისტებთან საბრძოლველად გერმანელებთან დაიწყო თანამშრომლობა, შემდეგ კი — იაპონელებთან. იგი ხელმძღვანელობდა აზად ჰინდის(„ თავისუფალი ინდოეთი“) სახელით ცნობილ პრო-იაპონურ დროებით მთავრობას , რომელიც გამოსცემდა საკუთარ ფულს და მარკებს და აკონტროლებდა იაპონელების მიერ ოკუპირებულ მცირე ტერიტორიას. ოფიციალურად მიღებული ვერსიით, თვითმფრინავმა, რომლითაც ბოსი იაპონიაში გაქცევას ცდილობდა, ავიაკატასტროფა განიცადა.[2]
სუბჰას ჩანდრა ბოსი დაიბადა ბენგალელი ინდუისტების ოჯახში; თოთხმეტიდან მეცხრე შვილი იყო. სწავლობდა კერძო კოლეჯებში, კალკუტისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში .[3]
ადრეული ასაკიდანვე აქტიურად ჩაება პოლიტიკაში. არაერთხელ დააპატიმრეს რევოლუციური საქმიანობისთვის. ზედიზედ ორჯერ აირჩიეს ინდოეთის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარედ.მისი შეხედულებები წინააღმდეგობაში მოდიოდა მაჰათმა განდისთან, ვინაიდან თვლიდა, რომ მისი არაძალადობრივი პოლიტიკა არ იყო საკმარისი ინდოეთის დამოუკიდებლობის მისაღწევად. ბოსი ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ შეიარაღებული მოქმედების მომხრე იყო . მან დააარსა საკუთარი პოლიტიკური ჯგუფი, Block — Forward India. თანამოაზრეებმა პატივისცემის ნიშნად შეარქვეს "ნეტაჯი" —ბელადი.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, შეეცადა კონტაქტის დამყარებას სსრკ-სთან (თუმცა მაშინ სსრკ-ში, არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის საამებლად, ინდოეთის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის "მოღალატეობრივს" უწოდებდნენ. საბჭოთა პრესა ნერუს ბრძოლას ინდოეთის თავისუფლებისთვის ღალატს უწიდებდა [4] ). სუბჰას ჩანდრა მოგვიანებით შეეცადა მოეპოვებინა დახმარება ნაცისტური გერმანიისგან ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
1941 წლის 17 იანვარს გაიქცა პატიმრობიდან; პუშტუნი პილიგრიმის საფარქვეშ ინდოეთიდან ავღანეთში გაქცევა მოახერხა. ქაბულში მან შეხვედრები გამართა სსრკ-ს, გერმანიისა და იტალიის დიპლომატიურ მისიებში, სადაც დასვა კითხვები ანტიბრიტანული სამხედრო წინააღმდეგობის შესაქმნელად ფინანსური დახმარების შესახებ. 1941 წლის მარტში მან გადაკვეთა ავღანეთ-საბჭოთა საზღვარი და ტაშკენტის გავლით მოსკოვში ჩავიდა. 1941 წლის მარტში მოსკოვიდან გერმანიის ელჩის თვითმფრინავით გაფრინდა გერმანიაში. 1941 წლის 2 აპრილს ბერლინში ჩავიდა იტალიური პასპორტით ორლანდო მასოტას სახელზე და საბჭოთა ვიზით.[5]
იგი ეწვია გერმანიას, სადაც მონაწილეობა მიიღო ინდოეთის SS მოხალისეთა „ თავისუფალი ლეგიონის“ შექმნაში. მან ასევე დაამყარა კონტაქტები იაპონიის იმპერიის ხელისუფლებასთან დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში. 1942 წლის 29 მაისს იგი ბერლინში შეხვდა გერმანიის ფიურერს — ადოლფ ჰიტლერს
1943 წელს ხელმძღვანელობდა თავისუფალი ინდოეთის დროებით მთავრობას („ აზად ჰინდი“) და ეროვნული არმიის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ჩამოყალიბდა იაპონიის მიერ ოკუპირებულ სინგაპურში, ძირითადად ინდოელი სამხედრო ტყვეებისგან და მიგრანტი მუშებისგან. ბოსის მიერ შექმნილმა დანაყოფებმა მონაწილეობა მიიღეს იაპონიის არმიის სამხედრო ოპერაციებში ბრიტანელების წინააღმდეგ ბირმაში და სხვა ტერიტორიებზე.[6]
1945 წლის დასაწყისში ფრონტებზე სიტუაციის გაუარესების გამო იაპონიაში გადასვლა სცადა, მაგრამ 1945 წლის 18 აგვისტოს ტაივანთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა. სუბჰას ჩანდრა ბოსის გარდაცვალების გარემოებები ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. ინდოელმა მკვლევარებმა ვერ იპოვეს ბოსის თვითმფრინავის ნამსხვრევები, რამაც წარმოშვა შეთქმულების თეორიები მისი გაუჩინარების შესახებ. ერთ-ერთი არსებული, მაგრამ დაუდასტურებელი ვერსიით, სუბჰას ჩანდრა ბოსი შესაძლებელია საბჭოთა დაზვერვამ დაატყვევა და შემდგომში ტყვეობაში გარდაიცვალა.[7]
მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან და იაპონელებთან თანამშრომლობის გამო, სუბჰას ჩანდრა ბოსი რჩება ერთ-ერთ უაღრესად საკამათო ფიგურად ინდოეთის ისტორიაში, თუმცა ის ოფიციალურად არის აღიარებული, როგორც ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთ რევოლუციონერი-მებრძოლი. თანამედროვე ინდური სამფეროვანი და გერბი ძირითადად ნასესხები იყო დროებითი მთავრობის ატრიბუტებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ემიგრაციაში მყოფი ბოსი. 1992 წელს მისი სახელი ოფიციალურად შეიტანეს ინდოელი გმირების პანთეონში; მას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ინდოეთის უმაღლესი ჯილდო - ბჰარატ რატნას ორდენი . სუბჰას ბოსის ძეგლები დაიდგა ინდოეთის რამდენიმე ქალაქში და მისი ცხოვრების ამბავი აისახა რამდენიმე წიგნსა და ფილმში. მის სახელს ატარებს კოლკატას საერთაშორისო აეროპორტი და კოლკატას მეტროს ერთ-ერთი სადგური.[8]
მარკები სუბჰას ჩანდრას გამოსახულებით გამოვიდა 1964, 1993, 1997, 2001, 2016, 2018 და 2021 წლებში.
(pp. 134–135) Bose was convinced that his ideology could bring about the liberation of India and a total reconstruction of Indian society along authoritarian-socialist lines, envisaging gender equality therein. As mayor of Calcutta, he believed that his policy and programme was a synthesis of socialism and fascism, on the lines of modern Europe. In the early 1930s, he stated, 'We have here the justice, the equality, the love, which is the basis of Socialism as it stands in Europe today.' In the late 1930s, he reiterated his belief in the efficacy of authoritarian government and a synthesis of fascism and socialism, while in 1944 when addressing the students at Tokyo University, he asserted that India must have a political system 'of an authoritarian character ... [and] our philosophy should be a synthesis between National Socialism and Communism
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.