სუბსაჰარული აფრიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
სუბსაჰარული აფრიკა — აფრიკის კონტინენტის საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე ნაწილის სახელწოდება. პოლიტიკურად, რეგიონი მოიცავს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ საჰარის სამხრეთით მდებარეობს (გარდა სუდანისა[2]). ემიჯნება ჩრდილოეთ აფრიკას, რომელიც არაბული სამყაროს ნაწილად განიხილება. სომალი, ჯიბუტი, კომორის კუნძულები და მავრიტანია გეოგრაფიულად სუბსაჰარული აფრიკის ნაწილია, მაგრამ ასევე მიეკუთვნებიან არაბულ სამყაროს.[3][4][5][6][7][8][3][9][10][11]
საჰარასა და ტროპიკულ სავანას შორის გარდამავალ ზონად მიიჩნევა საჰელი.
ძვ. წ. 3 900 წლისთვის არსებული გამყინვარების დროს, აფრიკის საჰარისა და სუბსაჰარის რეგიონები ერთმანეთისგან საჰარის უკიდურესად მშრალი კლიმატით გამოიყოფოდნენ, რაც ეფექტურ ბარიერს ქმნიდა; გამონაკლისი იყო მხოლოდ მდინარე ნილოსის მონაკვეთი სუდანში. საჰარის ტუმბოს თეორია ხსნის თუ როგორ დატოვა ფლორამ და ფაუნამ აფრიკა და შეაღწია ახლო აღმოსავლეთში, შემდეგ კი ევროპასა და აზიაში. ათასობით წლის წინ, აფრიკის წვიმიანი პერიოდები დაკავშირებულია „სველი საჰარის“ ხანასთან, როდესაც აქ დიდი ტბები და მდინარეები არსებობდა.