From Wikipedia, the free encyclopedia
სოციალური სტიგმა (ინგლ. Social stigma) — ადამიანის დისკრიმინაცია ან პიროვნული უკმაყოფილება მისი უნიკალური თავისებურებით, რომლითაც იგი განსხვავდება სოციალური გარემოსგან.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|სტიგმა}} |
ძველ საბერძნეთში სტიგმა აღნიშნავდა ნიშანს, რომელიც ამოჭრილი ან ამომწვარი იყო სხეულზე, რაც წარმოადგენდა იმის საშუალებას, რომ გარკვეული თვალსაზრისით მიუღებელი ადამიანი გამორჩეული ყოფილიყო – მაგალითად, მონა, დამნაშავე. XX საუკუნეში ტერმინი „სტიგმა“ ხელახლა აღადგინეს, როდესაც სოციოლოგმა ირვინ გოფმანმა ის გამოიყენა დისკრიმინირებული პიროვნების აღსაწერად. ირვინ გოფმანი სტიგმას უწოდებს "პროცესს, რომლის საშუალებითაც სხვების რეაქცია ამახინჯებს ნორმალურ იდენტობას".
სტიგმა შედეგია იმ ატრიბუტის ფლობის, რომელსაც ნეგატიურად შეფასებულ სოციალურ იდენტობამდე მივყავართ. თუმცა ყველა სოციალური სტიგმა მის ფლობელს გაუფასურებულ სოციალურ იდენტობას ანიჭებს, მაგრამ ის ძალიან მრავალფეროვანია სპეციფიკური თვისებების მიხედვით და სტიგმატიზირებული ინდივიდის გამოცდილების და მიხედვით.
სტიგმატიზირებული ინდივიდები ფლობენ გარკვეულ ატრიბუტებს ან მახასიათებლებს, რომელიც სოციალური იდენტობის გაუფასურებს იწვევს გარკვეულ სოციალურ კონტექსტში. სტიგმატიზირებული ინდივიდი ფლობს გარკვეულ ობიექტურ მახასიათებელს, ქცევას ანდა გარკვეულ პიროვნულ თავისებურებას, რომელიც მას მოწყვლადს ქმნის იყოს სტიგმატიზირებული.
სტიგმაზე მომუშავე მკვლევრები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ზოგადად სტიგმით და არა სპეციფიკური სტიგმატიზრებული იდენტობით, განასხვავებენ სტიგმის სხვადასხვა კატეგორიებს ერთამენეთისაგან, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ სტიგმატიზირებული მდგომარეობები, როგორ განსხვავდება ერთამნეთისაგან.
გოფმანმა 1963 წელს შემოგვათავაზა ასეთი პირველი ორგანიზებული სქემა, რომელიც სამი ტიპის სტიგმატიზირებულ პიროებებს განასხვევბს ერთმანეთისაგან:
სტიგმატიზირებული მდგომარეობები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. არსებობს სტიგმატიზირებული მდგომარეობების განზომილებები, ესენია:
სტიგმატიზირებული ინდივიდის სუბიექტური გამოცდილებისთვის მნიშვნელობა აქვს სტიგმის თვალსაჩინოებას და მის კონტროლირებადობას.
თვალსაჩინო სტიგმა, როგორიცაა რასა, გენდერი, სიმსუქნე, სიმახინჯე ძალიან ძნელია, რომ სხვების თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. ამგვარად, ადამიანთათვის, რომლებიც ამ სტიგმის მატარებელები არიან, სტიგმა აყალიბებს პირველად სქემას, რომლის მიხედვითაც ყველაფერი გაიგება სხვა ადამიანების მიერ. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ მათ იციან, რომ სტიგმა თვალსაჩინოა მათ აქვთ მოლოდინი, რომ სხვები ამას მათ შესახებ მსჯელობისათვის გამოიყენებენ. ადამიანებს დაფარული სტიგმით, როგორიცაა ჰომოსექსუალობა, სტიგმატიზირებულ რელიგიასთან მიკუთვნება ან ბევრი დაავადება სხვა შედეგები სდევს თან. რადგან მათი სტიგმა არ არის თვალსაჩინო, მათ შეუძლიათ სხვა ადამიანებთან მათი ნეგატიური სოციალური იდენტობის გარეშე ისე, რომ ფილტრავენ ინფორმაციას მათ შესახებ.
კონტროლირებადობა: სტიგმატიზირებული მდგომარეობა კონტროლირებადია, როდესაც სტიგმატიზირებული ინდივიდი პასუხისმგებელია მდგომარეობაზე ან როდესაც მდგომარეობა სტიგმატიზირებული ინდივიდის ქცევის შედეგს წარმოადგენს ან შეიძლება ამ ქცევიდან მომდინარეობდეს. განარჩევენ 2 სახის პასუხისმგებლობას: პრობლემაზე პასუხისმგებლობა და პრობლემის გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.