Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰომოსექსუალობა — რომანტიკული და სექსუალური ლტოლვა ან ქცევა ერთი სქესის წევრებს შორის. როგორც სექსუალური ორიენტაცია, ჰომოსექსუალობა აღნიშნავს „სექსუალური, სასიყვარულო ან რომანტიკული ლტოლვის ხანგრძლივ ნიმუშს ან ხასიათს“ უმთავრესად ან ექსკლუზიურად იმავე სქესის ხალხის მიმართ; „აგრეთვე აღნიშნავს ინდივიდის პიროვნულ გრძნობას ან იდენტობას.“[1][2]
ჰომოსექსუალობა სექსუალური ორიენტაციის სამ ძირითად კატეგორიიდან ერთ-ერთია ბისექსუალობასა და ჰეტეროსექსუალობასთან ერთად ჰეტერო-ჰომოსექსუალურ კონტინუუმში. ბიჰევიორისტ და სოციალურ მეცნიერებათა, აგრეთვე ჯანმრთელობისა და მენტალური ჯანმრთელობის პროფესიების კონსესუსი არის, რომ ჰომოსექსუალობა ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ნორმალური და პოზიტიური სახეობაა, თუმცა ბევრი რელიგიური საზოგადოება, მათ შორის კათოლიციზმი,[3] მორმონიზმი,[4] და ისლამი[5] და ზოგი ფსიქოლოგიური საზოგადოება, მაგალითად ჰომოსექსუალობის კვლევისა და თერაპიის ეროვნული საზოგადოება (NARTH), ტრადიციულად ასწავლიან, რომ ჰომოსექსუალობა არის არაფუნქციონირებადი ქცევა.
ტერმინი ლესბოსელი იხმარება ქალ ჰომოსექსუალის აღსანიშნავად, ხოლო გეი კაცისთვის, თუმცა გეი შეიძლება კაცსაც გამოხატავდეს და ქალსაც. მკვლევართათვის, ბევრი მიზეზის გამო, რთულია იმ ადამიანთა რიცხვის დადგენა, რომლებიც თავს ჰომოსექსუალად აიგივებენ ან აქვთ ერთი სქესის სექსუალური გამოცდილება.[6] თანამედროვე დასავლეთში, მთავარ კვლევათა მიხედვით, მოსახლეობა 2%-დან 13%-მდე ჰომოსექსუალია.[7][8][9][10][11][12][13][14][15] 2006 წლის კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 20%-მა ანონიმურად შეატყობინა ჰომოსექსუალური გრძნობების შესახებ, თუმცა კვლევის ცოტა მონაწილემ გააიგივა თავი ჰომოსექსუალად.[16] ჰომოსექსუალობა ასევე ფართოდაა აღმოჩენილი ცხოველთა 1500-მდე სახეობაში.[17][18][19]
ბევრ გეი და ლესბოსელ ხალხს აქვს ერთსქესიანი ურთიერთობები. ეს ურთიერთობები თავისი ფსიქოლოგიური არსით ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ექვივალენტია.[2] ფიქსირებული ისტორიის განმავლობაში, იმის მიხედვით რომელ კულტურაში მოხდა ეს, ჰომოსექსუალური ურთიერთობები და აქტები იყო მიღებული, ისევე, როგორც გაკიცხული.[20] XIX ს-ის დასასრულიდან დაიწყო მოძრაობები ჰომოსექსუალთათვის უფლებების მინიჭებისთვის, მაგალითად - ერთსქესიანი ქორწინება, შვილება, მშობლობა, არადისკრიმინაციული დასაქმება და ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.
სიტყვა „ჰომოსექსუალი“ ჰიბრიდია ბერძნული პრეფიქსის „ჰომო“ (მსგავსი, რომელსაც ხშირად შეცდომით "მამაკაცი"-ს გვიანდელ ლათინურ მნიშვნელობას მიაწერენ, როგორც მაგ. homo sapiens-ში) და ლათინური ფუძის „sex-“, რითაც მიუთითებს სექსუალურ კავშირზე და ლტოლვაზე ერთი სქესის წარმომადგენლეთა შორის.
ტერმინი „გეი“ უმთავრესად გამოიყენება მამაკაც ჰომოსექსუალთათვის. ლესბოსელი გენდერულად სპეციფიკური ტერმინია, რომელიც მხოლოდ ჰომოსექსუალ ქალთათვის გამოიყენება. ენის სტილის მრავალი თანამედროვე სახელმძღვანელო წინააღმდეგია „ჰომოსექსუალის“ როგორც არსებითი სახელის გამოყენების, რომლის მაგივრად უპირატესობას ტერმინებს „გეი“ და „ლესბოსელი“ ანიჭებს. ასევე, ზოგიერთი ამ სიტყვის გამოყენებიდან სრულიად ამოღებას არჩევს, ვინაიდან მან დროთა განმავლობაში უარყოფითი მნიშვნელობა შეიძინა და ვინაიდან ასევე ის მხოლოდ სექსუალურ ქცევაზე მიუთითებს და არა რომანტიკულ გრძნობებზე.
კონცეფციის გავრცელებას ხელი შეუწყო გერმანელი ფსიქიატრის რიხარდ ფრაჰერ ფონ კრაფტ-ებინგის 1886 წელს გამოქვეყნებულმა ნაშრომმა „Psychopathia Sexualis“. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული მწერლები ამ ტერმინს როგორც ზედსართავს ხშირად იყენებნენ ნებისმიერი ერთი სქესის კონტექსტისთვის (მაგ. ვაჟთა გიმნაზია, ქალთა სემინარია), ამჟამად ტერმინი მხოლოდ სექსუალურ ორიენტაციას გამოხატავს. თუმცა არსებობს ასევე სიტყვა რომელიც ერთი სქესის სიყვარულს აღნიშნავს - ჰომოფილია.
დადებითი ფსიქოთერაპიის შესაბამისი განცხადება დაფუძნებულია შემდეგ მეცნიერულ ფაქტებზე:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.