![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/da/Stacie_Orrico_Brisbane_2006.jpg/640px-Stacie_Orrico_Brisbane_2006.jpg&w=640&q=50)
სტეისი ორიკო
From Wikipedia, the free encyclopedia
სტეისი ჯოი ორიკო (ინგლ. Stacie Joy Orrico; დ. 3 მარტი, 1986, სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. კარიერის დასაწყისში ხელი მოაწერა კონტრაქტს ForeFront Records-თან და ჩაწერა თავისი პირველი ალბომი Genuine (2000). გამოსვლიდან პირველ კვირაში ალბომის 13000 ასლი გაიყიდა.
სტეისი ორიკო | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სტეისი ჯოი ორიკო |
დაბ. თარიღი | 3 მარტი, 1986 (1986-03-03) (38 წლის) |
წარმოშობა | სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, გოსპელი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 1999 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | stacieorrico.com |
მალევე მუსიკოსმა კონტრაქტი გააფორმა Virgin Records-თან და ალბომი Stacie Orrico (2003) ჩაწერა. ნამუშევარი ბილბორდ 200-ში 59-ე ადგილზე გავიდა და მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან. ნამუშევრის პირველმა სინგლმა „Stuck" 52-ე ადგილი დაიკავა ბილბორდის ცხელ ასეულში. მეორე სინგლი „(There's Gotta Be) More to Life" 30-ე ადგილზე გავიდა ჩარტში.
2005 წელს დატოვა ლეიბლი ForeFront Records და დაიწყო მესამე ალბომის, Beautiful Awakening (2006) ჩაწერა. პირველი სინგლი „I'm Not Missing You" გამოვიდა 2006 წლის აგვისტოში.