![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/97/River_Alakuyan.jpg/640px-River_Alakuyan.jpg&w=640&q=50)
სტაროსუბხანგულოვო
From Wikipedia, the free encyclopedia
სტაროსუბხანგულოვო (ბაშკ. Иҫке Собханғол) — სოფელი ბაშკირეთში, ბურზიანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. სტაროსუბხანგულოვოს სოფსაბჭოს ცენტრი. მდებარეობს მდინარე ბელაიზე, ქალაქ უფიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 330 კილომეტრში და რკინიგზის სადგურ ბელორეცკიდან სამხრეთ-დასავლერთით 150 კილომეტრში.[1]
სოფელი | |
---|---|
სტაროსუბხანგულოვო ბაშკ. Иҫке Собханғол | |
![]() მდინარე ალაკუიანი სტაროსუბხანგულოვოში | |
ქვეყანა |
![]() |
რეგიონი | ბაშკირეთიბაშკირეთი |
მუნიციპალიტეტი | ბურზიანი |
კოორდინატები | 53°06′00″ ჩ. გ. 57°26′00″ ა. გ. |
ოფიციალური ენა | ბაშკირული და რუსული ენა |
მოსახლეობა | 4609 კაცი (2010) |
ეროვნული შემადგენლობა | ბაშკირები |
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 |
სატელეფონო კოდი | 34755 |
საფოსტო ინდექსი | 453580 |
1795 წელს 14 ეზოში ცხოვრობდა 92 ადამიანი, 1866 წელს 30 ეზოში — 189 ადამიანი. განვითარებული იყო მესაქონლეობა და მიწათმოქმედება. 2002 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის 92,3 %-ს ბაშკირები შეადგენდნენ. 2010 წლის აღწერის მიხედვით, სტაროსუბხანგულოვოში ცხოვრობდა 4609 ადამიანი.[2]
დააარსეს ბაშკირებმა. სტაროსუბხანგულოვოში არის ადგილობრივი მნიშვნელობის კვების მრეწველობის რამდენიმე საწარმო, ხის დასამუშავებელი კომპლექსი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მეჩეთი, ბაშკირეთის ნაკრძალის კარ-მიდამო. სტაროსუბხანგულოვოში დაიბადა ბაშკირეთის სახალხო არტისტი ალფია იულჩურინა.[3]