სპარტა
From Wikipedia, the free encyclopedia
სპარტა (ძვ. ბერძნ. Σπάρτη, ლათ. Sparta) ან ლაკედემონი (ძვ. ბერძნ. Λακεδαίμων, ლათ. Lacedaemon) — ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო (პოლისი) საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში, პელოპონესის სამხრეთ აღმოსავლეთ ოლქში — ლაკონიკეში. გაშენებულია მდინარე ევროტასის ხეობაში.
სპარტა Λακεδαίμων (ლაკედემონი) | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
ძველი სპარტის ტერიტორია | |||||||
დედაქალაქი | სპარტა | ||||||
ენა | ძველბერძნული ენა, დორიული დიალექტი | ||||||
რელიგია | პოლითეიზმი | ||||||
მმართველობის ფორმა | არისტოკრატიული რესპუბლიკა, ოლიგარქიული რესპუბლიკა | ||||||
დინასტია | აგიადები, ევრიპონტიდები | ||||||
სპარტის მეფეები | |||||||
- ძვ. წ. XI საუკუნე | არისტოდემი | ||||||
- ძვ. წ. IX საუკუნე | ლიკურგე (რეგენტი) | ||||||
- 491 — ძვ. წ. 480 | ლეონიდასი | ||||||
- 262 — ძვ. წ. 241 | აგისი | ||||||
- 235 — ძვ. წ. 222 | კლეომენი | ||||||
- 207 — ძვ. წ. 192 | ნაბისი (უზურპატორი) | ||||||
ისტორია | |||||||
- წარმოშობა ქალაქი-სახელმწიფოსი სპარტა | ძვ. წ. XI საუკუნე | ||||||
- ლიკურგის კანონმდებლობის შემოღება | ძვ. წ. IX საუკუნე | ||||||
- 300 სპარტელის გმირობა სპარსელებთან ომში | ძვ. წ. 480 | ||||||
- პელოპონესის ომი და საბერძნეთში სპარტის ჰეგემონიის დამტკიცება | 431 – ძვ. წ. 404 | ||||||
- ლაკონიალური ომი, სპარტის მარცხი და მისი შემოერთება აქაველურ კავშირთან | ძვ. წ. 195 | ||||||
- სპარტის დაპყრობა რომაული ჯარების მიერ | ძვ. წ. 146 | ||||||
ლაკონიკეში კრეტა-მიკენის კულტურის კერები არსებობდა. ტერიტორია ასევე ყურადღებას იპყრობს თავის არქეოლოგიური ძეგლებით: ეკლესიით ფეხზე მდგარი არტემი და რომის იმპერიის პერიოდის თეატრით. ჰომეროსის „ილიადაში“ იხსენიება ლაკონიკეს 12 აქველ თემთა შორის, მითური მეფე მენელაეს სამფლობელოდ. დორიელთა შემოჭრის (ძვ. წ. XII საუკუნის დასაწყისი) შედეგად ლაკონიკეს ძველი კერები დაინგრა, მოსული (დორიული) და დამხვდური (აქაველი) მოსახლეობა ერთმანეთს შეერია, ახალი სპარტის აღმოცენება უკვე მდინარე ევროტასის ნაპირებზე ძვ. წ. X-IX საუკუნეებს განეკუთვნება. ამ ორი თემის გაერთიანებას მოწმობს ორმეფობა სპარტის სათავეში — ევრიპონტიდებისა (დორიელები) და აგიადების (აქაველები) დინასტიებით.