სოჭის საერთაშორისო აეროპორტი
აეროპორტი რუსეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
სოჭის საერთაშორისო აეროპორტი (რუს. Международный Аэропорт Сочи) − საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მდებარეობს საკურორტო ქალაქ სოჭის მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროზე, რუსეთის ფედერალური სუბიქტის, კრასნოდარის ტერიტორიაზე. სოჭის საერთაშორისო აეროპორტი რუსეთის 10 უდიდეს აეროპორტს შორისაა. აეროპორტის წლიური მგზავრთბრუნვა ≈5.2 მილიონ მგზავრს შეადგენს.[1][2]
სოჭის საერთაშორისო აეროპორტი Basel Element ჯგუფის, რუსეთის სბერბანკისა და სინგაპურის ჩანგის აეროპორტის დაქვემდებარებაშია. რუსეთისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აეროპორტთა განვითარების მესამე წლიურ ფორუმზე (2013) სოჭის საერთაშორისო აეროპორტი საუკეთესო რეგიონულ აეროპორტად დაასახელეს.[3] სოჭის საერთაშორისო აეროპორტი მთავარი საშუალება იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად. 2014 წლის 1-28 თებერვალს სოჭის საერთაშორისო აეროპორტი 350 000 მგზავრს მოემსახურა. ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს აეროპორტის მეშვეობით 2 800 ტონაზე მეტი ბარგი გადაიზიდა.[4]