From Wikipedia, the free encyclopedia
სოღდური ენა — აღმოსავლეთირანული ენა ძირითადად გამოიყენებოდა ცენტრალურ აზიაში სოღდის რეგიონში (დედაქალაქ სამარყანდში და სხვა ისეთ დიდ ქალაქებში როგორიცაა: ფანჯაკენტი, ფერგანა, ხოჯენდი, ბუხარა), დღევანდელი: უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის[4] და ყირგიზეთის[5][6] ტერიტორიაზე. ამ ენაზე ასევე საუბრობდნენ ანტიკურ ჩინეთში მიგრირებული სოღდები. ის ასევე იყო მნიშვნელოვანი შუა-ირანული ენა სხვა ისეთ ენებთან ერთად როგორიცაა: ბაქტრიული, საკა, შუა სპარსული, პართიული. მას აქვს საკმაოდ დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობა.
სოღდური suγδīk[1] | |
გავრცელებულია | ცენტრალური აზია, ჩინეთი |
ოფიციალური სტატუსი | მკვდარი ენა |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა |
|
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-Sogd}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — სოღდური |
სონგდიური ძირითადად მიეწერება ჩრდილო-აღმოსავლურ ირანულ ენებს. არ არის აღმოჩენილი ენის ძველი ვერსიის - "ძველი სოღდურის" წერილობითი ძეგლები, თუმცა ძველ სპარსულ ტექსტებში მოხსენებულია ძველი სოღდური ენა რაც ნიშნავს, რომ მინიმუმ აქემენიანთა იმპერიის (ძვ. წ. 559–323) პერიოდიდან გამოიყენებოდა განსხვავეული ცალკე მდგომი ძველი სოღდური ენა.
საკას ანალოგიურად სავარაუდოდ სოღდურსაც ქონდა უფრო კონსერვატული გრამატიკა და მორფოლოგია ვიდრე შუა სპარსულს. თანამედროვე აღმოსავლეთ ირანული ენა იაგნობი არის იმ სოღდურის დიალექტიდან წარმოშობილი, რომელზეც VIII საუკუნეში სოღდის რეგიონის სამხრეთით ოსრუშანაში საუბრობდნენ.
ტანის დინასტიის ჩინეთის პერიოდის (დაახ. VII საუკუნე) აბრეშუმის დიდი გზაზე სონგდიური ასრულებდა ლინგვა ფრანკას (საერთო ენა - სხვა და სხვა ჯგუფებს შორის სასაუბრო ენა) როლს,[8][9] შედეგად ენა ამდიდრდა ბევრი ნასესხები სიტყვებით, მაგალითად როგორიცაა ტიმ - "სასტუმრო" რომელიც ენაში შემოვიდა შუა ჩინურიდან (店).[10]
არაბების მიერ სოღდის დაპყრობის შემდგომ ერთი-ორი საუკუნე ენამ რამდენიმე რეგიონში კიდევ შეინარჩუნა ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა.[11] VIII საუკუნეში სოღდურის დიალექტზე საუბრობდნენ სოღდის სამხრეთ ოსრუსანას რეგიონში (დღევანდელი ისტარავშანი, ტაჯიკეთი). ეს დიალექტი შემდგომ განვითარდა იაგნობიურ ენად, რომელმაც XXI საუკუნემდე მოაღწია.[12] ამ ენაზე იაგნობები ლაპარაკობენ.
ჩინეთში სინძიანის რეგიონში სოდგიური ტექსტების აღმოჩენამ გამოიწვია ამ ენის შესწავლის მიმართ ინტერესის გაღვივება. რობერტ გაუთიოტმა (პირველი ბუდისტი სოღდურის მკვლევარი) და პოლ პელიოტმა (ფრანგი სინოლოგისტი და აღმოსავლეთმცოდნე, რომელმაც დუნჰუანის გათხრების დროს აღმოაჩინა სოღდური მასალა) 1908 წელს პოლის მიერ აღმოჩენილი სოღდური მასალის შესწავლა დაიწყეს. გაუთიოტმა პელიოტის მიერ აღმოჩენილი მასალის შესახებ ბევრი სტატია გამოაქვეყნა, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დროს დაიღუპა. გაუთიოტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომია სოღდური ენის ლექსიკონი, რომლის დასრულებაც ვერ მოასწრო. მისი სიკვდილის შემდეგ ეს ნაშრომი ემილ ბენვინისტიმ გააგრძელა.[13]
სოღდური ტექსტების მცირე ნაწილები აღმოჩენილი იქნა გერმანული ტურფანის ექსპედიციების მიერ. ექსპედიციები მოაწყო ბერლინის ეთნოლოგიურმა მუზეუმმა.[13] ეს მთლიანად არის მინიჩიანისტი და ქრისტიანი ავტორების მიერ შესრულებული რელიგიური ტექსტები, მათ შორის ბიბლიის სოღდური თარგმანი. უმეტესი სოღდური რელიგიური ტექსტები ეკუთვნის IX-X საუკუნეებს.[14]
დუნჰუნში და ტურფანშია აღმოჩენილი სოღდურზე შესრულებული ბუდისტური, მინიჩიანისტური და ქრისტიანული ტექსტების უმეტესობა. ამის გარდა სოღდელების მეფე დევაშტიჩის საქმიანობასთან დაკავშირებული ტექსტები, რომლებიც თარიღდება ისლამური დაპყრობის პერიოდით (დაახ. 700 წელი).[14]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.