From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი — სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება, რომელიც 2021 წლის 12 მაისს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთეს სომხეთის საზღვარი და შვიდი კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ გეღარქუნიქისა და სიუნიქის პროვინციებში.[3][4][5] ეუთოს მინსკის ჯგუფის სამიდან ორი წევრის: საფრანგეთისა და აშშ-ს მოწოდების მიუხედავად, აზერბაიჯანს საკუთარი სამხედროები სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან არ გაუყვანია.[6][7]
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი | |||
---|---|---|---|
თარიღი | 12 მაისი, 2021 — დღემდე | ||
მდებარეობა | სომხეთის, სიუნიქის და გეღარქუნიქის პროვინციები, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი | ||
სტატუსი | მიმდინარე | ||
მხარეები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისი ვიკისაწყობში |
ინფორმაცია აზერბაიჯანის სამხედროების მიერ სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ 12 მაისს გავრცელდა, ეს იყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარის ორ რაიონში; სიუნიქის პროვინციაში: სევის ტბის ირგვლივ, სოფელ იშხანასარისა და მეც იშხანასარის მთის აღმოსავლეთით, და ქალაქ გორისის, სოფელ ვერიშენის და აკნერის ჩრდილოეთით, ასევე გეღარქუნიქის პროვინციაში: სოფელ ვერინ-შორჟასა და კუთის მახლობლად. სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა აზერბაიჯანელების წინსვლა სევის ტბის მიდამოებში და აზერბაიჯანელების გაყვანის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა, ასევე დაამატა, რომ სომხეთის სამხედროებმა შეტაკებების გარეშე შეწტყვიტეს წინსვლა.[3][8][9]
სომხეთის მხარე ამტკიცებს, რომ საბჭოთა რუკების თანახმად, ტბის დიდი ნაწილი სომხეთის შემადგენლობაშია, მცირე ნაწილი კი აზერბაიჯანის. Armenpress-მა გამოაქვეყნა სსრკ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ნომერი J-38-21, მასშტაბი 1:100 000 რუკა (ხელმისაწვდომია ონლაინ[10]), რომელიც სევის ტბის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროებს სომხეთის სსრ-ის შემადგენლობაში აჩვენებს და მხოლოდ ტბის 10% მოქცეულია აზერბაიჯანის სსრ-ის ფარგლებში და სევის აღმოსავლეთით პატარა ტბა სრულად სომხეთის შემადგენლობაშია.[11] თუმცა აზერბაიჯანელმა სამხედროებმა აჩვენეს რუკა, რომლითაც დგინდება რომ ეს ტერიტორია სრულიად აზაერბაიჯანის ნაწილია და უარი განაცხადეს ტერიტორიის დატოვებაზე.[12]
14 მაისს, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ოფიციალურად მიმართა რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას აზერბაიჯანის სომხეთში შეჭრასთან დაკავშრებით კონსულტაციების დაწყებისთვის.[13][14] იმავე დღეს ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან მოითხოვა სამხედრო მხარდაჭერა.[15][16] სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მაღალჩინოსნებმა, რუსი სამხედროების წარმომადგენლებთან ერთად, სიუნიქის პროვინციაში, საზღვართან, გამართეს რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები, რომელიც არავითარი დაუყოვნებლივი შეთანხმების გარეშე დასრულდა.[13]
19 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოვიდა ინიციატივით, შექმნილიყო სომხეთ-აზერბაიჯანის საერთო კომისია საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხზე, სადაც რუსეთი ჩაერთვებოდა კონსულტანტის ან მედიატორის როლში.[17] 20 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა საერთო კომისიის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმების გეგმა, სადაც რუსეთი შეასრულებდა მედიატორის როლს, რისთვისაც თითოეულ ქვეყანას 31 მაისისთვის უნდა წარედგინა დელეგატები.[18]
27 მაისს, დილით, აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ ექვსი სომეხი სამხედროს დაკავების შემდეგ, მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა, რასთან დაკავშირებითაც სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა მოითხოვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განლაგება სომხეთის აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთებზე. „თუ სიტუაცია არ მოგვარდება, ამ პროვოკაციამ შესაძლოა მასშტაბური შეტაკება გამოიწვიოს“, განაცხადა ფაშინიანმა საღამოს გამართულ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, ფაშინიანი ასევე გამოვიდა წინადადებით, სომხეთისა და აზერბაიანების სამხედროების სასაზღვრო ზონებიდან უკან დახევისა და მათ ნაცვლად რუსეთის და/ან აშშ და საფრანგეთის, ეუთოს მინსკის ჯგუფის ორი სხვა თანათავჯდომარეების დამვკრვებლების სახით განლაგებაზე. სამხედრო ნაწილების დაშორებასა და სადამკვირვებლო მისიის დაწყებას, უნდა მოჰყვეს საერთაშორისო თანამეგობრობის მეთვალყურეობით „სასაზღვრო პუნქტების დადგენის“ პროცესი განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.[19]
28 მაისს ევროკავშირის სპიკერმა პიტერ სტანომ ორივე მხარეს მოუწოდა დაუყოვნებელი დეესკალაციისა და 12 მაისამდე პოზიციების აღდგენისაკენ. ის ასევე მიესალმა შესაძლო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინადადებებს და გამოთქვა მზადყოფნა საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციაში დახმარების აღმოჩენაზე. ევროკავშირი აზერბაიჯანისგან ისევ მოითხოვს სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივად გათავისუფლებას და მიესალმება დაძაბულობის შემცირებისაკენ გადადგუმ ყველა მცდელობებს.[20]
11 იანვარს, სომხეთის გეღარქუნიქის პროვინციის ვერინ-შორჟის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი და სამი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.[21][22][23]
24 მარტს, არცახის მთავრობის ცნობით, აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა გადაკვეთეს კონტაქტის ხაზი და კონტროლი დააწესეს სოფელ ფარუხზე, რის შედეგადაც ქალები და ბავშვები გამოიყვანეს ახლომდებარე სოფელ ხრამორტიდან. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.[24]
15 მაისს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვითარება აზერბაიჯანის შემოჭრასთან დაკავშირებით კვლავ გადაუჭრელი რჩება, ხოლო აზერბაიჯანის სამხედროებმა სომხური ჯარის გადაადგილების გამო ზოგიერთი პოზიციიდან უკან დაიხია და რომ მოლაპარაკებები კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით მოსალოდნელი იყო დღის განმავლობაში.[25]
15 მაისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა არ დაადასტურა ინფორმაცია აზერბაიჯანის სომხეთში შეჭრის შესახებ, ნაცვლად ამისა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ახორციელებს აზერბაიჯანის საზღვრების გამაგრებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის განმსაზღვრელი რუკების საფუძველზე და აკრიტიკებს სომხეთის განცხადებებს, როგორც „პროვოკაციული“ და „არაადეკვატური“, ასევე სამინისტრო დასძენს, რომ სომხეთის ხელისუფლება შექმნილ სიტუაციას იყენებს წინასაარჩევო შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის და რომ აზერბაიჯანი ჩართული იყო მოლაპარაკებებში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ნორმალიზების საკითხზე.[26][27][28]
ყახაზეთის პრეზიდენთან ყასიმ-ჟომართ თოყაევთან სატელეფონო საუბრისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა სომხეთის გადაწყვეტილება თხოვნით მიმართა კუხო-სთან შეაფასა, როგორც „საკითხის ინტერნაციონალიზაციის“ მცდელობა.[29]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.