სომხეთის ტბები
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის ტერიტორიაზე 100-ზე მეტი მცირე ტბაა[1], რომელთა ნაწილიც მშრალ სეზონზე შრება. სიდიდითა და სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ტბებია სევანი და არფი. დანარჩენ ტბებს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობა აქვთ. ფართობის მიხედვით სომხეთის უდიდესი ტბაა სევანი, მას მოჰყვენიან არფილიჭი, სევლიჭი და აკნალიჭი.[2] სომხეთის ტბების წყლის რესურსების საერთო მარაგი 39,3 მილიარდი მ³-ით ფასდება.
სომხეთის ტბებს შორის რეკორდსმენია — სევანი, ის კავკასიის უდიდესი ტბა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი მტკნარი ტბაა. მტკნარი წყლის რესურსებით მხოლოდ ტიტიკაკის ტბას ჩამორჩება.