სოლომონ დოდაშვილი
From Wikipedia, the free encyclopedia
სოლომონ დოდაშვილი, დოდაევ-მაგარსკი (დ. 17 მაისი, 1805, სოფ. მაღარო — გ. 20 აგვისტო, 1836, ვიატკა, რუსეთი) — ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლის დამფუძნებელი. ავტორი მრავალი გავლენიანი სამეცნიერო შრომისა ლოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიის სფეროებში.
სოლომონ დოდაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 მაისი, 1805(1805-05-17) |
დაბ. ადგილი | მაღარო |
გარდ. თარიღი | 20 აგვისტო, 1836(1836-08-20) (31 წლის) |
გარდ. ადგილი | კიროვი |
დასაფლავებულია | მთაწმინდის პანთეონი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ჟურნალისტი, ფილოსოფოსი და მასწავლებელი |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
დაიბადა სოფ. მაღაროში (ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი). 1827 წელს, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1828 წელს, ამავე უნივერსიტეტში ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი აიღო. 1828–1832 წლებში იყო პირველი ქართული გაზეთის „ტფილისის უწყებანის“ ყოველკვირეული დამატების მთავარი რედაქტორი. აქტიური წევრი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, რის გამოც 1832 წელს დაპატიმრებულ იქნა (იხ. 1832 წლის შეთქმულება). 1836 წელს გარდაიცვალა ვიატკის საპყრობილეში (რუსეთი).
1994 წელს ვიატკიდან გადმოსვენებულ იქნა საქართველოში, თბილისის მთაწმინდის პანთეონში.[1]