From Wikipedia, the free encyclopedia
სოკოტრა (Socotra ან Sukutra; არაბულად: سقطرى Suqutrā, DMG Suquṭrā) — კუნძულთა ჯგუფი ინდოეთის ოკეანეში (უდიდესი კუნძული - კ. სოკოტრა), იემენის რესპუბლიკის შემადგენლობაში. მდებარეობს გვარდაფუის კონცხის აღმოსავლეთით (აფრიკა). ფართობი - 3,6 ათ. კმ². უმთავრესად აგებულია კრისტალური ქანებით. სიმაღლე - 1503 მეტრამდე (კუნძულ სოკოტრაზე). ჰავა ტროპიკული და მშრალია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 21 °C , ივლისისა - 28 °C. ნალექები 250-300 მმ წელიწადში. მცენარეულობა ნახევარ უდაბნოსია. აშენებენ ფინიკის პალმას, რქოსან საქონელს. 2008 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1263 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა არის ალ-მაჰრას ტომის აბორიგენი სოკოტრები, რომლებიც წარმოშობით სამხრეთ არაბეთიდან, კონკრეტულად კი ელ-მაჰრის მუჰაფაზადან არიან.[1] მოსახლეობის ნაწილი წარმოადგენს აფრიკელი მონების შთამომავლებს.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.