სკუდერია ტორო როსო
From Wikipedia, the free encyclopedia
სკუდერია ტორო როსო ან უბრალოდ ტორო როსო (იტალ. Scuderia Toro Rosso) ― ყოფილი ფორმულა ერთის გუნდი იტალიიდან, რომლებსაც ფლობდა ავსტრიული კომპანია Red Bull. ასპარეზობდა 2006-2019 წლებში და ფუნქციონირებდა, როგორც „რედ ბულის“ უმცროსი გუნდი, რომლის მიზანი ახალგაზრდა პილოტების უფროს გუნდში გადასვლისთვის მომზადება იყო. 2020 წელს გუნდმა სახელი შეიცვალა „სკუდერია ალფა ტაურიზე“, რათა ხელი შეეწყო იმავე სახელის მქონე ტანსაცმლის ბრენდის პოპულარიზაციისთვის.[1]
სრული სახელი |
Red Bull Toro Rosso Honda (2018–2019) Scuderia Toro Rosso (2006–2017) |
---|---|
ბაზა | ფაენცა, იტალია |
გუნდის ხელმძღვანელ(ებ)ი | ფრანც ტოსტი |
დამფუძნებელი | დიტრიხ მატეშიცი |
ცნობილი მრბოლელები |
ალექსანდრე ალბონი ხაიმე ალგერსუარი სებასტიენ ბურდე სებასტიენ ბუემი პიერ გასლი ბრენდონ ჰარტლი დანიილ კვიატი ვიტანტონიო ლიუცი დანიელ რიკიარდო კარლოს საინს უმცროსი სკოტ სპიდი ჟან-ერიკ ვერნი მაქს ვერსტაპენი სებასტიან ფეტელი |
ყოფილი სახელწოდება | Minardi F1 Team |
მომავალი სახელწოდება | Scuderia AlphaTauri |
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა | |
პირველი გამოჩენა | ბაჰრეინის გრან-პრი 2006 |
ბოლო გამოჩენა | აბუ-დაბის გრან-პრი 2019 |
რბოლები | 268 |
ძრავები | Cosworth, Ferrari, Renault, Honda |
კონსტრუქტორთა ჩემპიონი | 0 |
მსოფლიო ჩემპიონი | 0 |
რბოლაში გამარჯვება | 1 |
პოდიუმები | 3 |
ქულები | 500 |
პოულის პოზიციები | 1 |
უსწრაფესი წრეები | 1 |
„ტორო როსო“ შეიქმნა მას შემდეგ, რაც 2005 წლის ბოლოს „მინარდის“ მფლობელმა პოლ სტოდარტმა თავისი გუნდი დიტრიხ მატეშიცს მიჰყიდა.
2006 წლის სეზონის დაწყებამდე მატეშიცმა ფორმულა ერთის ყოფილ პილოტ გერჰარდ ბერგერთან დადო გარიგება, რის შედეგადაც გუნდის აქციები ორ ნაწილად დაყვეს. 2008 წლის ნოემბრის ბოლოს Red Bull-მა ბერგერის კუთვნილი აქციების ნაწილი გამოისყიდა.[2]
2007-2013 წლებში გუნდი Ferrari-ს V8 ძრავებს იყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ უფროსი გუნდი 2007 წელს Renault-ზე გადავიდა. 2014 წელს „ტორო როსოც“ Renault-ზე გადავიდა, თუმცა მალევე დაუბრუნდა Ferrari-ს. 2017-ს გუნდი ისევ Renault-ზე გადავიდა (თუმცა მოიხსენიებოდა, როგორც Toro Rosso), 2018-ში კი, Honda-ს ძრავებზე. გუნდის ხელმძღვანელი იყო ფრანც ტოსტი, რომელიც მანამდე BMW-ს ავტოსპორტის დანაყოფში მუშაობდა.
ვიტანტონიო ლიუციმ გუნდისთვის პირველი ქულა დააგროვა 2006 წლის აშშ-ს გრან-პრიზე. გუნდის პირველი პოდიუმი, ასევე ერთადერთი პოულის პოზიცია და გამარჯვება მოიპოვა სებასტიან ფეტელმა 2008 წლის იტალიის გრან-პრიზე. 2015 წლის ავსტრალიის გრან-პრიზე ნიდერლანდელი მაქს ვერსტაპენი ფორმულა ერთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა: მაშინ ის 17 წლის და 166 დღის იყო.