ფრენსის სკოტ კეი ფიცჯერალდი (ინგლ. Francis Scott Key Fitzgerald; დ. 24 სექტემბერი, 1896, მინესოტა — გ. 21 დეკემბერი, 1940, ჰოლივუდი) — ამერიკელი მწერალი. მის შემოქმედებას ეკუთვნის რომანები და მოკლე მოთხრობები. მისი ნამუშევრები მიეკუთვნება „ჯაზის ეპოქას“, ტერმინს, რომელიც მან თვითონ გამოიგონა. ის ითვლება XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად. ფიცჯერლადი ითვლება 1920-იანი წლების „დაკარგული თაობის“ წევრად. მან დაასრულა ოთხი რომანი: „სამოთხის ამ მხარეს“, „ლამაზი და დაწყევლილი“, „ნაზია ღამე“ და მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, „დიდი გეტსბი“. მე-5, დაუსრულებელი რომანი, „ბოლო ტაიკუნის სიყვარული“, გამოქვეყნდა მისი სიკვდილის შემდეგ. ფიცჯერალდს ასევე დაწერილი აქვს ბევრი მოკლე მოთხრობა.

სწრაფი ფაქტები ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, დაბადების თარიღი ...
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
ინგლ. Francis Scott Key Fitzgerald
Thumb
დაბადების თარიღი 24 სექტემბერი, 1896(1896-09-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი სენტ-პოლი, მინესოტა, აშშ[1] [15] [16]
გარდაცვალების თარიღი 21 დეკემბერი, 1940(1940-12-21)[1] [15] [3] [4] [5] [6] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] (44 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჰოლივუდი[15] [1]
დასაფლავებულია წმინდა მარიამის კათოლიკური სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[1] [14] , რომანისტი, ნოველისტი და სცენარისტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ[17]
ალმა-მატერი სენტ-პოლის აკადემია[18] , ნარდინის აკადემია და პრინსტონის უნივერსიტეტი[1]
ჟანრი რომანი, მოთხრობა და პიესა
Magnum opus დიდი გეტსბი და ნაზია ღამე
ჯილდოები ნიუ-ჯერსის დიდების დარბაზი
მეუღლე ზელდა ფიცჯერალდი
შვილ(ებ)ი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
ნათესავ(ებ)ი ფრენსის სკოტ კი
ხელმოწერა Thumb
დახურვა

ცხოვრება და კარიერა

ფიცჯერალდი სენტ პოლში, მინესოტაში, საშუალო ფენის ირლანდიურ-კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. ფიცჯერალდს სახელი მისი ცნობილი ბიძაშვილის, ფრენსის სკოტ კეის პატივსაცემად დაარქვეს. ასევე მისი დის, ლუის სკოტის პატივსაცემადაც, რომელიც მის დაბადებამდე გარდაიცვალა. 1898–1901 წლები მან სირაკუსში გაატარა, ხოლო 1903–1908 წლები ბაფალოში, ნიუ იორკში, სადაც იგი ნარდინის აკადემიაში სწავლობდა. როდესაც მისი მამა „პროქტერ ენდ გემბელიდან“ გამოაგდეს, ოჯახი მინესოტაში დაბრუნდა, სადაც ფიცჯერალდი სენტ-პოლის აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც იგი 1908–1911 წლებში სწავლობდა. მისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები - დეტექტიური მოთხრობა - სკოლის გაზეთში გამოქვეყნდა, როდესაც 12 წლის იყო. როდესაც 16-ის იყო, სკოტი სენტ-პოლის აკადემიიდან გამოაგდეს ცუდად სწავლის გამო. მან ნიუმანის მოსამზადებელ სკოლაში ჩააბარა ჰაკენსაკში, ნიუ-ჯერსიში. 1911–1912 წლებში მან პრინსტონის უნივერსიტეტში ჩააბარა 1917-იანების კლასში. იგი იქ მომავალ კრიტიკოსსა და მწერალ ედმუნდ უილსონსა (1916-იანების კლასი) და ჯონ პილ ბიშოპს (1917-იანების კლასი) დაუმეგობრდა და პრინსტონის თეატრის კლუბისთვის დაიწყო წერა. ამან ხელი შუწყო მის მიღებას ჩარლზ სკრიბნერის საგამომცემლო სახლში, სადაც ფიცჯერალდი რედაქტორს მოეწონა, მაგრამ წიგნის გამოშვებაზე უარი უთხრა. ცუდმა მოსწავლე ფიცჯერალდმა დატოვა პრინსტონი და ამერიკის ჯარს შეუერთდა პირველი მსოფლიო ომისთვის. ფიცჯერალდის აყვანიდან მალევე ომი დასრულდა.

ბიბლიოგრაფია

რომანები

  • 1920 — სამოთხის ამ მხარეს
  • 1922 — სასტუმრო რიცისოდენა ალმასი (ნოველა)
  • 1925 — დიდი გეტსბი
  • 1934 — ნაზია ღამე

მოთხრობები

  • 1922 — ბენჟამინ ბატონის უცნაური ამბავი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.