სირიის გეოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
სირიის გეოგრაფია — სირია მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, ახლო აღმოსავლეთის ცენტრში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით. მას ესაზღვრება თურქეთი ჩრდილოეთით, ლიბანი და ისრაელი დასავლეთით, ერაყი აღმოსავლეთით და იორდანია სამხრეთით. მის დასავლეთ ნაწილში წარმოდგენილია მთატა სისტემა, ხოლო ქვეყნის შიგნით ტერიტორია ხასიათდება სტეპებით. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არის სირიის უდაბნო და სამხრეთით არის ჯაბალ ალ-დრუზის მასივები. სირიაში არის ევფრატის დაბლობი, სადაც 1973 წელს აშენდა კაშხალი და შეიქმნა ამ ქვეყნის ყველაზე დიდი რეზურვუარი - ასადის ტბა. სირიის ყველაზე მაღალი წერტილია ჰერმონის მთა - 2814 მეტრი, რომელიც მდებარეობს ლიბანის საზღვართან ახლოს. ხმელთაშუა ზღვის მშრალი სანაპიროსა და არიდული უდაბნოს რეგიონს შორის მდებარეობს ნახევრადმშრალი სტეპების ზონა, რომელი ქვეყნის სამ მეოთხედს. აქ მშრალი და ცხელი ქარი უბერავს უდაბნოში. სირია არის აქტიურად ამოწურული, 28 % მიწისა არის სახნავი, 4 % მუდმივი კულტურების მოყვანას ხმარდება, 46 % გამოიყენება სათიბად და საძოვრად, ხოლო ფოთლოვანი ტყეების წილი მხოლოდ 3 %-ია.
სირია დაყოფილი ოთხ პროვინციად ან „მუჰაფაზათად“. პროვინციები მთლიანობაში დაყოფილია 60 რაიონად ან „მანატიქად“, რომლებიც, ასევე, იყოფიან ქვე-რაიონებად ან „ნავაჰიად“. დედაქალაქი - დამასკო არის რიგით მეორე ყველაზე დიდი ქალაქი სირიაში და წარმოადგენს დამასკოს პროვინციას თავის მხრივ. ალეპო (2 301 570 პოპულაციით) ჩრდილოეთ სირიაში არის ყველაზე დიდი ქალაქი. ლატაკია და ტარტუსი წარმოადგენენ ძირითად პორტებს ხმელთაშუა ზღვაზე.