სიონი (დაბა)
From Wikipedia, the free encyclopedia
სიონი — დაბა თიანეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, სიონის წყალსაცავის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, თიანეთიდან 32 კილომეტრის დაშორებით. სიონი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიონი. |
სწრაფი ფაქტები დაბა, ქვეყანა ...
დაბა | |
---|---|
სიონი | |
სიონის წყალსაცავი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარემცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°59′22″ ჩ. გ. 45°01′30″ ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1960 |
ცენტრის სიმაღლე | 1000 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 371[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,0 % რუსები 0,8 % სომხები 0,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 348[2] |
საფოსტო ინდექსი | 2500[3] |
დახურვა
სიონის წყალსაცავის შექმნამდე (1951-1963) სიონში იდგა V საუკუნის II ნახევრის ბაზილიკა — სიონის წყალსაცავის ტაძარი, ხოლო მის შემოგარენში იყო შუა საუკუნეების რამდენიმე ძეგლი. მათი დიდი ნაწილი წყალმა დაფარა, ხოლო ბაზილიკა დაშალეს და გადმოიტანეს თბილისში, ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმში.