![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/88/Cartel_de_Sinaloa_%2528mapa%2529.jpg/640px-Cartel_de_Sinaloa_%2528mapa%2529.jpg&w=640&q=50)
სინალოის კარტელი
ორგანიზებული კრიმინალური სინდიკატი / From Wikipedia, the free encyclopedia
სინალოის კარტელი (ესპ. Cártel de Sinaloa,[11][12] აგრეთვე ცნობილი როგორც გუსმან-ლოერას ორგანიზაცია, წყნაროკეანური კარტელი, ეს უკანასკნელი მექსიკის სანაპიროსგან გამომდინარე სადაც კარტელი დაარსდა. კარტელის სხვა სახელებია ასევე ფედერაცია და სისხლიანი ალიანსი.[13][14][15][16]) — საერთაშორისო ნარკოტიკებით მოვაჭრე და ფულის გათეთრებაში მონაწილე ორგანიზებული კრიმინალური სინდიკატი[17]. დაარსდა 1980-იანი წლების შუა პერიოდში[18] და მისი ძირითადი ბაზა მექსიკის ქალაქ კულიაკანში მდებარეობს[19], ხოლო ოპერაციებს ქვემო კალიფორნიის, დურანგოს, სონორისა და ჩიუაუის შტატების ტერიტორიებზე ახორციელებს[13][20]. კარტელი ნაწილობრივ გაიხლიჩა, როცა სინალოის კარტელი ძმებმა ბელტრან-ლეივებმა დატოვეს.[21]
![]() | |
დაარსდა | 1988 |
---|---|
დამაარსებლები | ხოაკინ გუსმან ლოერა ექტორ ლუის პალმა სალასარი ადრიან გომეს გონსალესი |
დაარსების ადგილი | კულიაკანი, მექსიკა[1] |
საქმიანობის პერიოდი | 1988–დღემდე |
ტერიტორია |
მექსიკა: ლათინური ამერიკა: აშშ: ავსტრალია, ახალი ზელანდია,[2] ევროპა: ესპანეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი, ალბანეთი, აზია: ფილიპინები, დასავლეთი აფრიკა[3] |
ეთნიკურობა | მექსიკელები |
ლიდერი | ისმაელ სამბადა გარსია, ივან არჩივალდო გუსმან სალასარი, ალფრედო გუსმან სალასარი |
კრიმინალური საქმიანობა | ნარკოტიკებით ვაჭრობა, ფულის გათეთრება, მკვლელობა, წამება, ადამიანის გატაცება, გამოძალვა[4] |
მოკავშირეები |
|
მოწინააღმდეგეები |
|
აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება სინალოის კარტელს განიხილავს, როგორც „ნარკოტიკებით ვაჭრობის ყველაზე ძლევამოსილ ორგანიზაციას მსოფლიოში“[22], ხოლო 2011 წელს გაზეთმა Los Angeles Times-მა მას „მექსიკის ყველაზე ძლევამოსილი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება“ უწოდა[23]. სინალოის კარტელი „ოქროს სამკუთხედთან“ ასოცირდება, რომელიც სინალოის, დურანგოსა და ჩიუაუის შტატებს მოიცავს. რეგიონი მექსიკური ოპიუმისა და მარიხუანის მთავარი მწარმოებელია.[21] აშშ-ის მთავარი პროკურორის განცხადებით, 1990-2008 წლებში სინალოის კარტელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის 200 ტონა კოკაინისა და დიდი რაოდფენობით ჰეროინის გავრცელება მოახდინა[24]. ნარკოტიკების ეროვნული სადაზვერვო ცენტრის თქმით, აშშ-ის ტეროტორიაზე კოკაინის, ჰეროინის, მეტამფეტამინის, მარიხუანასა და MDMA-ს მთავარი გამავრცელებელი სინალოის კარტელია[25]. ის არის უკანონო ფენტანილის მთავარი მიმწოდებელი ჩრდილოეთ ამერიკაში[26].
2017 წლიდან სინალოის კარტელი არის ყველაზე აქტიური ნარკოკარტელი რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდასა და ვაჭრობას ახორციელებს[26][27]. ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანის დაპატიმრების შემდეგ, კარტელს ისმაელ სამბადა გარსია (მეტსახელად ელ მაიო) და გუსმანის შვილები, ივან არჩივალდო გუსმან სალასარი და ალფრედო გუსმან სალასარი ხელმძღვანელობენ[28].