From Wikipedia, the free encyclopedia
სიმფეროპოლი (უკრ. Сімферополь) — ქალაქი სამხრეთ უკრაინაში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. იგი ყირიმის ნახევარკუნძულის უმნიშვნელოვანესი ქალაქია ეკონომიკური, პოლიტიკური და სატრანსპორტო თვალსაზრისით. 2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 362 366 კაცს, მათ შორის 66.7%-ს შეადგენენ რუსები, 21.3% – უკრაინელები, 7% – ყირიმელი თათრები, 1.1% – ბელარუსები, 0.2% – პოლონელები და 0.1% – მოლდოველები.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სიმფეროპოლი Сімферополь | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
ავტონომიური რესპუბლიკა | ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა | ||||
კოორდინატები | 44°57′07″ ჩ. გ. 34°06′08″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ვიქტორ აგეევი (რეგიონების პარტია) | ||||
დაარსდა | 1784 | ||||
პირველი ხსენება | 2. century BCE | ||||
ფართობი | 107 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 350 მ | ||||
ოფიციალური ენა | ყირიმელი თათრების ენა, უკრაინული ენა და რუსული ენა | ||||
მოსახლეობა | 362 366 კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 3 183,1 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +380 652 | ||||
საფოსტო ინდექსი | 95000—95490 | ||||
ოფიციალური საიტი | simferopol-rada.gov.ua | ||||
არქეოლოგიური მონაცემებით დასტურდება, რომ ქალაქი არსებობდა სკვითების პერიოდში და მას სკვითურ ნეაპოლს უწოდებდნენ. სიმფეროპოლი არის ყირიმელი თათრების მშობლიური ქალაქი. ისინი მას Aqmescit-ს წოდებენ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის სახანო გააუქმა, სიმფეროპოლს დღევანდელი სახელი დაერქვა.
სიმფეროპოლი მდებარეობს ყირიმის სამხრეთ ცენტრალურ ნაწილში. ქალაქი გაშენებულია მდინარე სალჰირზე და მდებარეობს სიმფეროპოლის წყალსაცავთან, რომელიც ქალაქს სასმელ წყალს აწვდის.
ქალაქის კლიმატი მშრალი და თბილია, რბილი ზამთრით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0.4 °C, ხოლო ივლისის – 23.2 °C. საშუალო ნალექი 509 მილიმეტრი ყოველწლიურად. ქალაქში ყოველწლიურად მზე ანათებს 2,469 საათის განმავლობაში.
წლიური ამინდი — სიმფეროპოლი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წელი |
საშუალო მაღალი °C (°F) | 4 (39) | 4 (39) | 8 (46) | 16 (61) | 21 (70) | 25 (77) | 28 (82) | 27 (81) | 22 (72) | 17 (63) | 10 (50) | 6 (43) | 17 (63) |
საშუალო დღიური °C (°F) | |||||||||||||
საშუალო დაბალი °C (°F) | -3 (27) | -3 (27) | -1 (30) | 5 (41) | 10 (50) | 14 (57) | 16 (61) | 15 (59) | 11 (52) | 7 (45) | 6 (43) | -1 (30) | 6 (43) |
ნალექი მმ (დუიმი) | 42 (1.7) | 33 (1.3) | 37 (1.5) | 33 (1.3) | 44 (1.7) | 53 (2.1) | 55 (2.2) | 42 (1.7) | 37 (1.5) | 32 (1.3) | 44 (1.7) | 54 (2.1) | 506 (19,9) |
წყარო: Pogoda.ru.net[1] 2008-05-13 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.