From Wikipedia, the free encyclopedia
სილეზიის უნივერსიტეტი კატოვიცეში - (პოლ. Uniwersytet Śląski w Katowicach, UŚ, ინგლ. The University of Silesia in Katowice, ლათ. Universitas Silesiensis) ავტონომიური, სახელმწიფო უნივერსიტეტია პოლონეთში, სილესიის სავოევოდოში, ქალაქ კატოვიცეში.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|სილეზიის უნივერსიტეტი}} |
სილეზიის უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი | ინგლ. The Future Begins Today |
დაფუძნდა | 8 ივნისი 1968 |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | Prof. dr hab. Wiesław Banyś |
მისამართი | ul. Bankowa 12, 40-007 კატოვიცე,პოლონეთი |
ქალაქი | კატოვიცე |
ქვეყანა | პოლონეთი |
ტელეფონი |
(+48 32) 359 19 56 (+48 32) 359 19 57 |
ფერები | ლურჯი |
კავშირები | ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] , ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[2] და Coalition for Advancing Research Assessment[3] |
http://www.us.edu.pl |
უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სხვა სამეცნიერო სასწავლო პროგრამებს და ტრენინგებს. გააჩნია 53 მიმართულება და 160-ზე მეტი სპეციალობა.
საერთაშორისო თუ პოლონური რეიტინგების მიხედვით, სილესიის უნივერსიტეტი კატოვიცეში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ქვეყანაში.
სილესიის უნივერსიტეტის წარმომავლობა იწყება 1928 წლიდან. მაშინ, როცა დაარსდა განათლების ინსტიტუტი კატოვიცეში (ინგლ. the Institute of Education in Katowice), რომელიც იმ დროისთვის ერთადერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება იყო სილესიის რეგიონის პოლონურ ნაწილში. 1950 წელს ინსტიტუტს სახელი შეეცვალა და ჩამოყალიბდა განათლების უმაღლესი სკოლა კატოვიცეში (ინგლ. Higher School of Education in Katowice). მოგვიანებით სკოლა შეერწყა 1965 წელს კატოვიცეში დაარსებულ კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის (ინგლ. Jagiellonian University ) ფილიალს. 1968 წლის 8 ივნისს ამ ბაზით დაარსდა სილესიის უნივერსიტეტი კატოვიცეში. ეს იყო რიგით მეცხრე უნივერსიტეტი პოლონეთში.
ახალმა უნივერსიტეტმა მოღვაწეობა 5724 სტუდენტით და 4 ფაკულტეტით დაიწყო. ეს ფაკულტეტები იყო:
უნივერსიტეტი მდებარეობს პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, ზედა სილესიის მეტროპოლიაში (ინგლ. Metropolitan Association of Upper Silesia). საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს მეტროპოლიის შემდეგ 5 ქალაქს: კატოვიცე, სოსნოვიეცი, ჩეშინი, ხოჟუვი და რიბნიკი. თუმცა უნივერსიტეტის მმართველი ორგანო და ძირითადი ფაკულტეტები განლაგებულია მეტროპოლიის დედაქალაქში, ქალაქ კატოვიცეში.
უნივერსიტეტს აქვს ძლიერი საერთაშორისო ურთიერთობები, 600-ზე მეტი ხელშეკრულების და 1 000-ზე მეტი კვლევითი პროექტის საფუძველზე თანამშრომლობს მსოფლიოს მრავალ სასწავლო დაწესებულებასთან, რისი წყალობითაც სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს სთავაზობს უამრავ გაცვლით პროგრამას.
რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტმა გააფორმა ხელშეკრულება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. შედეგად ყოველწლიურად ქართველი სტუდენტები მიემგზავრებიან სილესიის უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად.
უნივერსიტეტს გააჩნია მძლავრი სტუდენტური საცხოვრებლების სისტემა. ფლობს 10 საერთო საცხოვრებელს:
გარდა სტუდენტური საცხოვრებლებისა უნივერსიტეტს გააჩნია 4 საცხოვრებელი დოქტორანტების, პროფესორებისა და უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლებისთვის კატოვიცეში, სოსნოვიეცში, ხოჟუვში და ჩეშინში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.