სიემოვიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
სიემოვიტი (პოლ. Siemowit) — ნახევრად ლეგენდარული პოლიანთა მთავარი, ცნობილია მხოლოდ გალ ანონიმის ქრონიკიდან. კოლესნიკი პიასტის და ჟეპიხას (ცნობილია როგორც რეპკა) უფროსი ვაჟიშვილი, მთავარ ლეცკოს (ლეშეკი) მამა. სიემოვიტი მთავრად არჩეულ იქნა პოლიანთა ვეჩეს მიერ იმის მერე, როდესაც მამამ პიასტმა უარი განაცხადა დაეკავებინა მთავარ პოპიელ II-ის ადგილი, რომელიც ლეგენდის თანახმად თაგვებმა დაკბინეს. პირველი ცნობილი პოლონეთის მთავარი იყო სიემოვიტის შვილთაშვილი მიეშკო I.
სიემოვიტი | |
---|---|
Siemowit | |
| |
პოლიანთა მთავარი | |
წინამორბედი: | პიასტი |
მემკვიდრე: | ლეცკო (ლეშეკი) |
მეუღლე: | ვიშესლავა |
შვილები: | ლეცკო (ლეშეკი) |
დინასტია: | პიასტი |
მამა: | პიასტი |
დედა: | ჟეპიხა |
სიემოვიტის ისტორიულობაზე კითხვა გაჩნდა მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს დადგა, მანამდე მის რეალურად არსებობაზე ეჭვიც კი არ არსებობდა. XX საუკუნის 60-იან წლებიდან გალ ანონიმის მონათხრობი მიეშკო I-ის წინაპრების შესახებ მკვლევარების უმრავლესობა თვლის ნამდვილად. თუკი სიემოვიტი ნამდვილად არსებობდა, მას უნდა ეცხოვრა მიახლოებით 845—900 წლებში, მისი ხელისუფლებაში მოსვლა როგორც პოლიანთა მთავარის მიაკუთვნებენ მიახლოებით IX საუკუნის მეორე ნახევარს. მისი სიკვდილის და დასაფლავების ადგილი არაა ცნობილი.
გალ ანონიმის ქრონიკა არ შეიცავს დაწვრილებით ინფორმაციას სიემოვიტის შესახებ. ავტორის მიხედვით ის «ვაჟკაცდებოდა და დღითი დღე აჩვენებდა თავის ისეთ კეთილშობილებას რომ, მეფეთა მეფემ და მთავართა მთავარმა [ანუ ღმერთი] ყველას გასახარად ის დანიშნა პოლონეთის მთავრად». მთავრად გახდომის შემდეგ, სიემოვიტი გართობის უგულვებელყოფით, სახელი გაითქვა კეთილშობილებით და განავრცო თავისი სამთავროს საზღვრები, ვიდრე ყოფილა ოდესმე მისი წინამორბედების დროს[1].