From Wikipedia, the free encyclopedia
მიეშკო I, მეჩისლავ I (პოლ. Mieszko I, დ. დაახლ. 935 — გ. 25 მაისი 992, პოზნანი, პოლონეთი) — პოლონეთის ისტორიულად დადასტურებული პირველი მთავარი (960-992), პიასტების დინასტიის წარმომადგენელი. ნახევრადლეგენდარული თავადის ზემომისლის შვილი. დედის სახელი უცნობია. მის დროს დაიწყო პოლონეთის სამეფოს ჩამოყალიბება. ებრძოდა ლუტიჩებს პომორიესათვის, ბოჰემიას — სილეზიისა და მცირე პოლონეთისათვის. ბოჰემიის მთავარ ბოლესლავთან ერთად ცდილობდა საღვთო რომის იმპერიის დასუსტებას. 966 წელს შემოიღო ქრისტიანობა. 968 წელს დააარსა პირველი პოლონური საეპისკოპოსო ქალაქ პოზნანში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.