სიარგაო
From Wikipedia, the free encyclopedia
სიარგაო ― ცრემლის ფორმის კუნძული ფილიპინის ზღვაში, ქალაქ ტაკლობანიდან 196 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. კუნძულის ფართობი 437 კმ²-ია. სიარგაოს აღმოსავლეთი სანაპირო შედარებით სწორია და ერთი ღრმა უბე აქვს, პორტ-პილარი. სანაპირო რიფებისგან, პატარა ნახევარკუნძულებითა და თეთრი ქვიშის პლაჟებისგან შედგება. მახლობელ კუნძულებს მსგავსი რელიეფი აქვთ. სიარგაო ცნობილია, როგორც ფილიპინების სერფინგის დედაქალაქი.
კუნძული ჩრდილოეთ სურიგაოს იურისდიქციის ქვეშაა და შემდეგ მუნიციპალიტეტებს მოიცავს: ბურგოსი, დელ-კარმენი, გენერალ-ლუნა, სან-ბენიტო, პილარი, სან-ისიდრო და სანტა-მონიკა.