![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/63/Xiangyang%252C_Hubei%252C_China.jpg/640px-Xiangyang%252C_Hubei%252C_China.jpg&w=640&q=50)
სიანგიანგი
From Wikipedia, the free encyclopedia
სიანგიანგი (ჩინ.: 襄阳市, ფინინი: Xiāngyáng) — საოლქო დონის ქალაქი ხუბეის პროვინციაში, ჩინეთი. ის პროვინციაში სიდიდით მეორე ქალაქია უხანის შემდეგ. სიანგიანგი წარსულში (1950 წლიდან 2010 წლამდე) ცნობილი იყო, როგორც სინგფანი.[3] სიანგიანგის ცენტრალურ ნაწილში გაედინება მდინარე ხანი, რომელიც ქალას ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ჰყოფს. თავად ქალაქი აგლომერაციას წარმოადგენს და ორ სხვადასხვა ქალაქს: ფანჩენგსა და სიანგიანს (ან სიანგჩენგს) მოიცავს. ძველი ქალაქის, სიანგიანგის ნანგრევები მდინარე ხანის (ხანხე) სამხრეთ ნაპირებზე კვლავაა შემორჩენილი. ქალაქი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა როგორც უძველეს, ასევე ჩინეთის უახლეს ისტორიაში. 2017 წლის მონაცემებით, საოლქო დონის ქალაქის მოსახლეობამ 5.65 მილიონი ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 3.37 მილიონი ქალაქის ურბანულ ნაწილში იყო დასახლებული.[4]
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
სიანგიანგი 襄阳市 | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | ხუბეიხუბეი |
შიდა დაყოფა | Xiangcheng District, Fancheng District, Xiangzhou District, Nanzhang County, Gucheng County, Baokang County, Laohekou, Zaoyang City და Yicheng |
კოორდინატები | 32°00′36″ ჩ. გ. 112°07′19″ ა. გ. |
ფართობი | 19,724.41[1] კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 71 მეტრი |
მოსახლეობა | 5,500,307[2] კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 280 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 86710 |
საფოსტო ინდექსი | Ville : 441000 |
საავტომობილო კოდი | 鄂F |
ოფიციალური საიტი | xiangyang.gov.cn |