From Wikipedia, the free encyclopedia
სიამაყე და მცდარი აზრი — ჯეინ ოსტინის რომანტიკული რომანი , რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1813 წელს. ამბავი ვითარდება გმირი, ელიზაბეთ ბენეტის გარშემო, რომელიც დაინახავს ნაჩქარევი შთაბეჭდილებების უარყოფით მხარეს და დააფასებს განსხვავებას ზედაპირულობასა და არსებითობას შორის. კომედია ვითარდება მანერების, განათლების, ქორწინების და ფულის ბრიტანული ე.წ რეგენსის პერიოდში.
„სიამაყე და მცდარი აზრი“ | |
---|---|
| |
ავტორი | ჯეინ ოსტინი |
ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | კლასიკური ნოველა |
გამომცემელი | T. Egerton, Whitehall |
გამოცემის თარიღი | 1813 წლის 28 იანვარი |
oclc | 38659585 |
წინამორბედი | გრძნობა და მგრძნობელობა |
მომდევნო | მენსფილდ-პარკი |
მისტერ ბენეტს ლონგბორნიდან ხუთი ქალიშვილი ჰყავს , რაც იმას ნიშნავს , რომ ვერ ერთი მათგანი ვერ დაიმკვიდრებს თავს მამისეულ მამულში. არც მის ცოლს აქვს ქონება , ამიტომაც გოგონებიდან ერთი მაინც უნდა გათხოვდეს შეძლებულ ჯენტლმენზე , რათა მათი ცხოვრება სიძის სიკვდილამდე მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ჯეინ ოსტინი ნოველას იწყებს ფრაზით : ""საყოველთაო ჭეშმარიტებად მიიჩნევა,რომ უცოლო და მდიდარი კაცი იმთავითვე ცოლის შერთვას მოიწადინებს." , რაც სავსეა ირონიით. ნოველა გვიჩვენებს ქორწინებისას სიყვარულის აუცილებლობას , რომელიც ფულზე არ უნდა იყოს დამყარებული და არც საზოგადოებისთვის სიამოვნებაზე.
სიამაყე და მცდარი აზრი ჩნდება ისეთი სიების სათავეებში , როგორიცაა "მკითხველის ყველაზე მეტად საყვარელი წიგნი " როგორც ლიტერატურულ კრიტიკაში , ასევე საზოგადოებაში. ნოველა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ინგლისურ ლიტერატურაში , გაყიდულია 20 მილიონ ეგზემპლიარზე მეტი და ახლაც ახდენს გავლენას თანამედროვე მწერლობაზე . ნაწარმოების მიხედვით შექმნილია , როგორც სიქველები , წიგნები , გაგრძელებები , ასევე სერიალები და ფილმები . მათ შორისაა : სიამაყე და ცრურწმენა (2005 წლის ფილმი) , რომელშიც კირა ნაიტლი და მეთიუ მაკფადიენი მონაწილეობენ. ასევე BBC ის 1995 წლის სატელევიზიო სერიალი ამავე სახელწოდებით , რომელიც 6 სერიისგან შედგება.
რომანი იწყება მისტერ და მისის ბენეტის დიალოგით, სადაც ეს უკანასკნელი ცდილობს დაარწმუნოს მეუღლე რომ ესტუმროს ახლახან მეზობლად გადმოსულ მისტერ ბინგლის. მან ნეზერფილდი - მეზობლად მდგარი სახლი - იქირავა.
ერთ-ერთ მეჯლისზე ყველა გაიცნობს მისტერ ბინგლის , გულღიას , მხიარულს , მდიდარს , განათლებულსა და ყველასათვის მიმზიდველს , რომელიც უფროსი მის ბენეტით , ჯეინ ბენეტით მოიხიბლება. მას თან ახლავს დები : კეროლაინი , მისის ჰერსტი და მეგობარი მისტერ დარსი , რომლიც მიუხედავად იმისა , რომ ორჯერ უფრო მდიდარია ყველას დაამახსოვრდება როგორც ამაყი და ამპარტავანი ადამიანი. სწორედ ის უარყოფს იცეკვოს ელიზაბეთ ბენეტთან , რადგან მიაჩნია , რომ არც ისეთი ლამაზია , რომ მისი ცდუნება შეძლოს.,
ლონგბურნში მალევე ჩამოდის მისტერ კოლინზი , ბენეტების ოჯახის ნათესავი , რომელაც მათი სახლი და მამული გადაეცემა კანონით, მისტერ ბენეტის სიკვდილის შემდეგ. თუმცა მას გეგმა აქვს : უნდა რომ რომელიმე ქალიშვილი შეირთოს ცოლად .
ელიზაბეთი და მისი ოჯახი კი მალევე გაიცნობს მომხიბვლელ ჯორჯ ვიკჰემს , რომელიც დაიმარტოხელებს ელიზაბეთს და უამბობს თავისი ცხოვრების ისტორიას და საკუთარ უბედურებაში მისტერ დარსის დაადანაშაულებს. ნაამბობის შემდეგ კი მის ბენეტის უარყოფით დამოკიდებულება მისტერ დარსის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ეს დამოკიდებულებები ხდება ერთი მხრივ სიამაყის და მეორე მხრივ მცდარი აზრის შექმნის საბაბი .
პერსონაჟთა გენიალოგია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
.ჯეინ ოსტინმა ნოველა თომას ეგერთონის საგამომცემლო ბიბლიოთეკას 110 ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ მისცა გამოსაქვეყნებლად. ამ პერიოდისთვის უკვე დაბეჭდილი იყო მისი "გრძნობა და გონება" , რის შემდეგაც აღიარეს ის სერიოზულ მწერლად. "სიამაყე და მცდარი აზრი " ჯეინ ოსტინმა 21 წლის ასაკში დაწერა , თუმცა თავდაპირველად მას "პირველი შთაბეჭდილებები" უწოდა. ეს მისი პირველი ნაწარმოები იყო. 15 წლის შემდეგ , როდესაც ნოველას გამოსაცემად ამზადებდა , მასში მცირედი ცვლილებები შეიტანა - შეცვალა სათაური და კიდევ უფრო მეტად დახვეწა სტილისტურად . საბოლოოდ , წიგნი 1813 წლის 27 იანვარს გამოიცა სამ ტომად. ტირაჟი მალემე ამოიწურა , მეორედ კი იმავე წლის ნოემბერში დაიბეჭდა.ქართულ გამომცემლობებში ნაწარმოებს ორგვარი დასახელებით ვხვდებით : "სიამაყე და მცდარი აზრი " ან "სიამაყე და ცრურწმენა".
სიამაყე და მცდარი აზრის ეკრანიზაციებსა ვხვდებით როგორც კინოში , ასევე სატელევიზიო სერიებსა და თეატრის სცენებზე. პირველი კინოეკრანიზაცია 1940 წლის არის , რომელშიც გრერ გარსონი და ლორენს ოლივიე მონაწილეობენ. ასევე აღსანიშნავია 2005 წლის კინოვერსია კირა ნაიტლის (ოსკარზე ნომინირებული ელიზაბეტ ბენეტის როლისთვის ) და მეთიუ მაკფადიენის მონაწილეობით. არსებობს ორი სატელევიზიო ვერსია , რომელიც BBC-ის მიერ არის გადაღებული : 1980 წლის და 1995 წლის , რომელშიც ჯენიფერ ელი და კოლინ ფერთი მონაწილეობენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.