კირა ნაიტლი

From Wikipedia, the free encyclopedia

კირა ნაიტლი

კირა კრისტინა ნაიტლი (ინგლ. Keira Knightley, დ. 26 მარტი, 1985, ლონდონი) — ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და ოსკარის ნომინანტი ინგლისელი კინოსა და ტელევიზიის მსახიობი.

სწრაფი ფაქტები კირა ნაიტლი, დაბადების სახელი ...
კირა ნაიტლი
Thumb
დაბადების სახელი კირა კრისტინა ნაიტლი
დაბადების თარიღი 26 მარტი, 1985 (1985-03-26) (39 წლის)[1]
ლონდონი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 1993-დღემდე
დახურვა

ბიოგრაფია

როდესაც კირას ექვსი წელი შეუსრულდა, მას საკუთარი აგენტი ჰყავდა. შვიდი წლის ასაკში მას ჰქონდა დებიუტი ფილმში „სამეფო დღესასწაული“, სადაც პატარა გოგონას როლი ერგო. 11 წლის ასაკში ის არა ერთ მინი-ტელესერიალსა და ტელეშოუში იქნა გადაღებული, რომლებიც ევროპის მასშტაბით გადაიცემოდა. ამავე ასაკში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული პატარა როლებში ფილმებში „სასოფლო საქმე“ (1994), „საგანძურის მაძიებლები“ (1996) და „სახლში დაბრუნება“ (1998).

საერთაშორისო წარმატებას მიაღწია 2003 წელს, ფილმებით „დაარტყი როგორც ბექჰემმა“ და „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“. ამის შემდეგ ნაიტლი გამოჩნდა ჰოლივუდის ფილმებში და მოიპოვა ოსკარის ნომინაცია ელიზაბეტ ბენეტის როლის შესრულებისათვის ჯო ვრაიტის ფილმში „სიამაყე და ცრურწმენა“, რომელიც ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული.

ფილმოგრაფია

მეტი ინფორმაცია წელი, ქართულად ...
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2002 დაარტყი როგორც ბექჰემმა Bend It Like Beckhamჯულიეტ პრექსტონი
2002 ექიმი ჟივაგო Doctor Zhivagoლარა ანტიპოვა
2003 კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearlელიზაბეთ სუონი
2003 რეალური სიყვარული Love Actuallyჯულიეტი
2005 დომინო Dominoდომინო ჰარვი
2005 სიამაყე და ცრურწმენა Pride & Prejudiceელიზაბეთ ბენეტი
2006 კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი Pirates of the Caribbean: Dead Man's Chestელიზაბეთ სუონი
2007 კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასასრული Pirates of the Caribbean: At World's Endელიზაბეთ სუონი
2010 ლონდონის ბულვარი London Boulevardშარლოტი
2011 სახიფათო მეთოდი A Dangerous Methodსაბინა შპილრაინი
2012 ანა კარენინა Anna Kareninaანა კარენინა
2014 ჯეკ რაიანი: აჩრდილის გაწვევა Jack Ryan: Shadow Recruitკეთი
2014 იმიტაციის თამაში The Imitation Gameჯოან კლარკი
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.