From Wikipedia, the free encyclopedia
სეუტა (ესპ. Ceuta) — ესპანეთის ავტონომიური ქალაქი ჩრდილოეთ აფრიკაში, ნახევარანკლავი მაროკოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, გიბრალტარის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში. მაროკო ქალაქს თავის ტერიტორიად თვლის და ითხოვს მის დაბრუნებას. ფართობი — 19 კმ². მოსახლეობა 85 ათასი, ძირითადად არაბები, ბერბერები, ესპანელები, ფრანგები. ქალაქში მოქმედებს სამხედრო და თევზსაჭერი ნავსადგურები.
ავტონომიური ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სეუტა ესპ. Ceuta არაბ. سَبْتَة | |||||
| |||||
ქვეყანა | ესპანეთი | ||||
კოორდინატები | 35°53′12″ ჩ. გ. 5°18′00″ დ. გ. | ||||
ფართობი | 18.5 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 10±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 83 039 (2023)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, UTC+2 და Africa/Ceuta[2] | ||||
სატელეფონო კოდი | 856 და 956 | ||||
საფოსტო ინდექსი | 51000–51999 | ||||
საავტომობილო კოდი | CE | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.ceuta.es/ceuta/ | ||||
ქალაქი დაარსდა ძვ. წ. VI საუკუნეში. ფინიკიელთა კოლონია შემდგომში დაიკავეს კართაგენელებმა, ბერძნებმა, რომაელებმა, პორტუგალიელებმა (1415), ესპანელებმა (1580). 1663 წელს პორტუგალია-ესპანეთის კავშირის დაშლის შემდეგ მოსახლეობის იდენტიფიკაციის საფუძველზე ქალაქი ესპანეთს დარჩა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.