![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2f/Sepik-sediment-new.png/640px-Sepik-sediment-new.png&w=640&q=50)
სეპიკი (მდინარე)
From Wikipedia, the free encyclopedia
სეპიკი (ინგლ. Sepik River) — ყველაზე უფრო გრძელი მდინარე კუნძულ ახალი გვინეაზე და იმავდროულად სახელმწიფო პაპუა-ახალ გვინეაში. მდინარის დიდი ნაწილი მიედინება სანდაუნის და აღმოსავლეთი სეპიკის პროვინციების ტერიტორიაზე; მხოლოდ მცირე ნაწილი მდებარეობს ინდონეზიის პროვინცია პაპუას ტერიტორიაზე. მდინარე სეპიკი ეკუთვნის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მდინარეთა სისტემას, რომელსაც აქვს მდინარის აუზის დიდი ფართობი. ლანდშაფტი, რომელზეც მდინარე მიედინება, საკმაოდ მრავალფეროვანია: ჭაობიანი ადგილებიდან მთიან რაიონებამდე, რომლებიც დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით. ეკოლოგიური თვალსაზრისით, მდინარე სეპიკი, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი წყალ-ჭაობიანი სავარგულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც არ განიცდის დამღუპველ ანთროპოგენურ ზემოქმედებას.[1]
სწრაფი ფაქტები სეპიკი ინგლ. Sepik River, ქვეყანა ...
სეპიკი ინგლ. Sepik River | |
---|---|
![]() მდინარის ხედი კოსმოსიდან | |
ქვეყანა | პაპუა-ახალი გვინეა |
სათავე | 5°13′00″ ს. გ. 141°49′00″ ა. გ. |
სათავის მდებარეობა | ვიქტორ-ემანუილის მთები |
შესართავი |
ბისმარკის ზღვა 3°50′30″ ს. გ. 144°32′30″ ა. გ. |
სიგრძე | 1126 კმ |
აუზის ფართობი | 80 321 კმ² |
![]() ![]() | |
![]() |
დახურვა