From Wikipedia, the free encyclopedia
სანდაუნი (ინგლ. Sandaun Province), (ადრე — დასავლეთი სეპიკი) — პაპუა-ახალი გვინეის პროვინცია, რომელიც დასავლეთით ესაზღვრება ინდონეზიას და ჩრდილოეთით გარს აკრავს წყნარი ოკეანე. ასევე ესაზღვრება პროვინციებს აღმოსავლეთი სეპიკი (აღმოსავლეთით), საუთერნ-ჰაილენდსი (სამხრეთ-აღმოსავლეთით) და დასავლეთი პროვინცია (ფლაი) (სამხრეთით).
პროვინცია | |||
---|---|---|---|
სანდაუნი ინგლ. Sandaun Province | |||
| |||
ქვეყანა | პაპუა-ახალი გვინეა | ||
ადმ. ცენტრი | Vanimo | ||
შიდა დაყოფა | Nuku District, Aitape-Lumi District, Telefomin District და Vanimo-Green River District | ||
კოორდინატები | 3°40′00″ ს. გ. 141°30′00″ ა. გ. | ||
ფართობი | 35 820 კმ² | ||
მოსახლეობა | 248 411 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 6,93 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+10:00 | ||
პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ვანიმო.
1989 წლამდე პროვინციას ერქვა დასავლეთი სეპიკი, შემდეგ დაერქვა სანდაუნი (ტოკ-პისინის ენა — Sandaun), თარგმანში «მზის ჩასვლა», რადგანაც პროვინცია მდებარეობს ქვეყნის დანარჩენი უმრავლესი პროვინციებიდან დასავლეთით).
1998 წლის ივლისში პროვინციის ტერიტორიას თავს დაატყდა დიდი ცუნამი, რის შედეგადაც დაიღუპა 2000 ადამიანი.
პროვინციის მოსახლეობა გამოირჩევა მნიშვნელოვანი ენობრივი მრავალფეროვნებით. მის ტერიტორიაზე გავრცელებულია შემდეგი ენები: ფასის, მოსაზღვრე-პაპუასური, კვომტარული, ტორიჩელის, სკოსის, ავსტრონეზიული, პაუვასური, ამტო-მუსანური, ტრანსახალგვინეური, სეპიკური, სენაგიური, ასევე იზოლატი ენები ოდიაი და იალე. სულ დაახლოებით 110 ენა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.