From Wikipedia, the free encyclopedia
სელევკიდების სახელმწიფო, სელევკიდების სირიის სამეფო (ბერძ. Σελεύκεια; ძვ. წ. 312-ძვ. წ. 64 წწ.) — ელინისტური სახელმწიფო დასავლეთ აზიაში, წარმოიქმნა ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოს ნანგრევებზე.[4][5][6][7] სახელი ეწოდა დამაარსებლის — სელევკე I ნიკატორისა და მისი შთამომავლების — სელევკიდების მიხედვით.
სელევკიდების სახელმწიფო Βασιλεία τῶν Σελευκιδῶν | ||||||||||||||||||
სახელმწიფო აღარ არსებობს | ||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||
სელევკიდების სახელმწიფო მისი მაქსიმალური გაფართოებისას, ძვ. წ. 281 წელს, სელევკე I ნიკატორის გარდაცვალებისას | ||||||||||||||||||
დედაქალაქი | სელევკია (ძვ. წ. 305-240 წწ) ანტიოქია (ძვ. წ. 240-63) | |||||||||||||||||
ენები | ბერძნული (ოფიციალური)[1] სპარსული არამეული[1] | |||||||||||||||||
რელიგია | ძველი ბერძნული რელიგია ბაბილონური რელიგია[2] ზოროასტრიზმი | |||||||||||||||||
მთავრობა | მონარქია | |||||||||||||||||
ბასილევსი | ||||||||||||||||||
- | ძვ.წ. 305–281 | სელევკე I ნიკატორი (პირველი) | ||||||||||||||||
- | ძვ.წ. 65–63 | ფილიპე II (ბოლო) | ||||||||||||||||
ისტორიული ერა | ანტიკური ხანა | |||||||||||||||||
- | შეიქმნა | ძვ. წ. 312 | ||||||||||||||||
- | გაუქმდა | ძვ. წ. 63 | ||||||||||||||||
ფართობი | ||||||||||||||||||
- | ძვ. წ. 301[3] | 3 000 000 კმ² (1 158 306 მლ²) | ||||||||||||||||
- | ძვ. წ. 240[3] | 2 600 000 კმ² (1 003 866 მლ²) | ||||||||||||||||
- | ძვ. წ. 175[3] | 800 000 კმ² (308 882 მლ²) | ||||||||||||||||
- | ძვ. წ. 100[3] | 100 000 კმ² (38 610 მლ²) | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | (მთლიანად ან ნაწილობრივ) | |||||||||||||||||
ტერიტორიულად სელევკიდების სახელმწიფო მოიცავდა სირიას, მესოპოტამიას, მცირე აზიის ნაწილს. სატახტო ქალაქები — ტიგრის სელევკია და ანტიოქია. სახელმწიფო ენას ბერძნული წარმოადგენდა. სელევკიდების სახელმწიფო იყო სხვადასხვა ენის, ზნე-ჩვეულებათა და ეკონომიკური დონის ხალხთაგან შეკოწიწებული პოლიტიკური კონგლომერატი.
სელევკიდთა საყრდენი სოციალური ბაზა იყო ბერძნულ-მაკედონური მონათმფლობელური არისტოკრატია. ეკონომიკური ცხოვრება ემყარებოდა ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებს. მოჰყავდათ ხორბალი, აშენებდნენ ზეთისხილს, მისდევდნენ მევენახეობასა და მესაქონლეობას. სელევკიდთა ხელში იყო ძველთაგანვე განთქმული სავაჭრო-სატრანზიტო გზები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებდა სირიას, მცირე აზიას, ინდოეთს, არაბეთს, ჩინეთს, შუა აზიასა და სპარსეთის ყურეს. წამყვან ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სტრატეგიულ და კულტურულ როლს თამაშობდნენ ქალაქები, რომელთაგან განსაკუთრებით დაწინაურდა ანტიოქია, ლაოდიკეა, პიერის სელევკია. ელინისტურ ქალაქებს ჰქონდათ დამოუკიდებელი კანონმდებლობა, საკუთარი მმართველობითი ორგანოები, ფინანსები და სხვა. მათ გარშემო ჩამოყალიბებული იყო სამხედრო-მიწათმფლობელური დასახლებანი — კატეკიები. მათზე დაყრდნობით ახდენდნენ სელევკიდები ქვეყნის ელინიზაციასა და თავიანთი უმაღლესი მონარქიული ხელისუფლების გავრცელება-დამკვიდრებას. მეფე — შეუზღუდველი, ღმერთად გამოცხადებული გვირგვინოსანი — სახელმწიფოს განაგებდა რთული ბიუროკრატიული აპარატის მეშვეობით. ქვეყანა დაყოფილი იყო სატრაპებად. სატრაპებს სათავეში ედგნენ სტრატეგოსები, რომელთაც ევალებოდათ ხარკის აკრეფა და ჯარების გამოყვანა.
სელევკიდების სახელმწიფოს სისუსტე გამომჟღავნდა დასაწყისშივე, როცა მისი ბატონობისაგან თავი დაიხსნეს პერგამონმა, კაპადოკიამ, ბითინიამ და პონტოს სამეფომ. ძვ. წ. III საუკუნის შუა წლებში სელევკიდების სახელმწიფომ დაკარგა აღმოსავლეთი პროვინციები, სადაც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა: ბერძნულ-ბაქტრიული სამეფო და პართია. სელევკიდების სამეფოს ხანგრძლივი ომი ჰქონდა პტოლემეების ეგვიპტესთან და დიდი სისხლის ფასად დაინარჩუნა ფინიკია და პალესტინა.
სელევკიდების სახელმწიფო აღმავლობას განიცდიდა ანტიოქე III დიდის მეფობის დროს (ძვ. წ. 223-ძვ. წ. 187). ანტიოქე III-მ დაამარცხა პართელები და აღადგინა სელევკიდთა ძალაუფლება აღმოსავლეთში, მაგრამ მაგნეასთან რომაელთაგან განცდილი სასტიკი მარცხის შემდეგ, სელევკიდების სირია სამუდამოდ დაეცა და დაკნინდა. არც ეგვიპტესთან ორ გამარჯვებას მოჰყოლია შედეგი. ძვ. წ. 163 წლიდან ძვ. წ. 64 წლამდე სირია რომის პროვინციად გამოცხადდა. სელევკიდთაგან ანტიოქე I სოტერი „მეგობრობდა“ ქართველ მეფე ფარნავაზთან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.