სევეროდვინსკი (რუს. Северодви́нск) — ქალაქი რუსეთში, არხანგელსკის ოლქში. წარმოადგენს რუსეთის ატომური გემთმშენებლობის ცენტრს. 2012 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 193 519 ადამიანს შეადგენდა. მიეკუთვნება სევეროდვინსკის საქალაქო ოკრუგს, რომლის ტერიტორია 119 349 ჰექტარს შეადგენს. მოქმედებს რკინიგზის სადგური.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
სევეროდვინსკი რუს. Северодвинск მოქშ. Северодвинск | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
კოორდინატები | 64°34′00″ ჩ. გ. 39°51′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | მიხეილ გმირინი | ||||
დაარსდა | 1936 | ||||
პირველი ხსენება | 1419 | ||||
ფართობი | 1200 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 7 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 155 647 (2024)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | მოსკოვის დრო და UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 8184 | ||||
საფოსტო ინდექსი | 164500–164502, 164504, 164505, 164507, 164509, 164510, 164512, 164514, 164515 და 164520–164529 | ||||
ოფიციალური საიტი | http://severodvinsk.info/ | ||||
ჩრდილოეთ დვინის სანაპიროზე მიწები პირველად აითვისეს ვიკინგებმა IX საუკუნეში. XII საუკუნის დასაწყისიდან კი ეს მიწები უკვე ნოვგოროდის შემადგენლობაში იყო. 1419 წელს ამ ტერიტორიებზე დაარსდა ნიკოლო-კორელსკის მონასტერი, 1553-1584 წლებში მონასტრის მიმდებარე ტერიტორიებზე უკვე აშენდა პირველი რუსული სავაჭრო პორტი, რომელიც ზოგიერთ უცხოურ წყარობეში მოხსენიებულია, როგორც „წმინდა ნიკოლოზი“. 1938 წლამდე ერქვა სუდოსტროი. 1938 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი და ეწოდა მოლოტოვსკი. ეს სახელი შეინარჩუნა 1957 წლამდე.
1950-იანი წლებიდან 1990-იან წლებამდე ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად იზრდებოდა, ეს განპირობებული იყო ქალაქში მდებარე საწარმოებში კვალიფიციური სპეციალისტებისა და მუშა-მოსამსახურეების მნიშვნელოვანი დეფიციტით. 1992 წლიდან კი მოსახლეობა უკვე თანდათან მცირდებოდა, რაც ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 267.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.