![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2a/Cebu_downtown%252C_capitol_view_from_Tops_Lookout_%2528Cebu_City%253B_09-06-2022%2529.jpg/640px-Cebu_downtown%252C_capitol_view_from_Tops_Lookout_%2528Cebu_City%253B_09-06-2022%2529.jpg&w=640&q=50)
სებუ (ქალაქი)
From Wikipedia, the free encyclopedia
სებუ (ოფიციალურად ქალაქი სებუ; სებ: Dakbayan sa Sugbo; ტაგ: Lungsod ng Cebu; ესპ: Ciudad de Cebu) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქეი კუნძულ სებუზე, ცენტრალური ვისაიასის რეგიონში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, მისი მოსახლეობა 922 611 ადამიანს უდრის და ფილიპინებში მე-5, ხოლო ვისაიასის რეგიონში ყველაზე დასახლებული ქაალქია.
სებუ ცენტრალური ვისაიასის რეგიონული და სებუს პროვინციის სამთავრობო ცენტრია, თუმცა პროვინციისგან დამოუკიებლად იმართება. ქალაქი ვისაიასის რეგიონში კომერციის, სავაჭრო და საგანმანათლებლო ცენტრია. სებუ ფილიპინების მთავარი შიდა საზღვაო საპორტო ქალაქია, სადაც ქვეყნის ადგილობრივი გადამზიდი კომპანიების 80% ახორციელებს ოპერაციებს.
ქალაქი კუნძულ სებუს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი სებუს აგლომერაციის ცენტრია, რომელშიც ქალაქები: კარკარი, დანაო, ლაპუ-ლაპუ, მანდაუე, ნაგა და ტალისაი და მუნიციპალიტეტები: კომპოსტელა, კონსოლაციონი, კორდოვა, ლილოანი, მინგლანილა და სან-ფერნანდო შედის. 2015 წლის აღწერით, სებუს აგლომერაციის მოსახლეობის რაოდენობა 2 849 213 ადამიანია, რითიც მოსახლეობის რაოდენობით ფილიპინებში უდიდესი აგლომერაციაა ეროვნული დედაქალაქის რეგიონის შემდეგ.[2]
სებუ ქვეყნის უძველესი ქალაქია. ის ესპანელთა პირველი დასახლება და ფილიპინების პირველი დედაქალაქი იყო. დღეისთვის ფილიპინების „მეორე ქალაქია“. მიიჩნეავა შორეულ აღმოსავლეთში ქრისტიანობის დაბადების ადგილად.[3][4][5][6]
სებუს ჩრდილოეთიდან ბალამბანი და დანაო, დასავლეთიდან — ტოლედო, აღმოსავლეთიდან — ლაპუ-ლაპუ, მანდაუე, კონსოლაციონი, კომპოსტელა და ლილოანი, ხოლო სამხრეთით — ტალისაი ესაზღვრება. სებუ სამჯერ მოხვდა Condé Nast Traveler-ის სიაში, 2016, 2017 და 2019 წლებში.