From Wikipedia, the free encyclopedia
სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტი (რუს. Межгосударственный авиационный комитет (МАК)) — აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო ავიაციისა და საჰაერო სივრცის მართვისა და გამოყენების კონტროლს ყოფილი საბჭოთა კავშირის 12 ქვეყანაში. იგი დაარსდა 1991 წელს, როდესაც ამ თორმეტმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას სამოქალაქო ავიაციისა და საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ.[1] კომიტეტი განთავსდა მოსკოვში, რუსეთი.[2] 2011 წლის მდგომარეობით, ორგანიზაციის დირექტორია ტატიანა ანოდინა.
სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტი Межгосударственный авиационный комитет | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 30 დეკემბერი, 1991 |
იურისდიქცია | დსთ საქართველო |
მთავარი სამმართველო | მოსკოვი, რუსეთი
|
უწყების ხელმძღვანელი | ტატიანა ანოდინა |
საიტი | |
mak.ru |
ორგანიზაცია დაკავებულია საჰაერო ტრანსპორტის, აეროდრომების და ავიაკომპანიების სერტიფიკაციით. ავიაკატასტროფათა კომისია მუდმივად იძიებს ავიაკატასტროფებს აღნიშნულ ქვეყნებში.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.