From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (2004) — საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2004 წლის 28 მარტს. ამ არჩევნებს წინ უძღოდა ვარდების რევოლუცია და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ნაწილობრივი გაუქმება. არჩევნებში გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა–დემოკრატები“, რომელიც აერთიანებდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, „გაერთიანებულ დემოკრატებს“, რესპუბლიკურ პარტიასა და ეროვნულ ძალთა გაერთიანებას. საპარლამენტო მანდატები ასევე მოიპოვა ბლოკმა „მემარჯვენე ოპოზიცია“, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.
2003‹ 2008 › | ||||
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები | ||||
28 მარტი 2004 | ||||
პარტია | ნაციონალური მოძრაობა–დემოკრატები | მემარჯვენე ოპოზიცია (ახალი მემარჯვენეები, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს) | ||
მოსახლეობის ხმები | 1 027,070 | 116,282 | ||
პროცენტი | 66,4% | 7,6% | ||
მმართველი პარტია |
არჩეული პარტია | |||
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი | ნაციონალური მოძრაობა–დემოკრატები | |||
2003 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგებმა მოსახლეობის მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ნოემბრის განმავლობაში თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. 22 ნოემბერს მანიფესტანტებმა ხელი შეუშალეს ახალარჩეული პარლამენტის შეკრებას. 23 ნოემბერს გადადგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ხოლო უზენაესმა სასამართლომ გააუქმა არჩევნების შედეგები. მომავალი არჩევნების ორგანიზებამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებას განაგრძობდა 1999 წლის მოწვევის პარლამენტი.
ხელახალი არჩევნები დაინიშნა 2004 წლის 28 მარტს. არჩევნები ტარდებოდა მხოლოდ პროპორციული, რადგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაუქმებული იყო 2003 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგები მხოლოდ პროპორციული სისტემით, ხოლო მაჟორიტარული არჩევნების შედეგები სასამართლომ ძალაში დატოვა.
პარტიები და ალიანსები | ხმა | % | ადგილი |
---|---|---|---|
ნაციონალური მოძრაობა–დემოკრატები | 1 027 070 | 66,4 | 135 |
მემარჯვენე ოპოზიცია | 116,282 | 7.6 | 15 |
დემოკრატიული აღორძინების კავშირი | 6.0 | - | |
საქართველოს ლეიბორისტული პარტია | 5.8 | - | |
თავისუფლება | 4.2 | - | |
ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი | 2.5 | - | |
ჯუმბერ პატიაშვილი – ერთობა
|
2.4 | - | |
სულ | 1,518,751 | 150 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.