საქართველოს სანაპირო დაცვა
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს სანაპირო დაცვა — საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო განშტოება, დაქვემდებარებული შინაგან საქმეთა სამინისტროს. პასუხისმგებელია საქართველოს 310 კილომეტრიან სანაპიროსა და ტერიტორიული წყლების დაცვაზე. სანაპირო დაცვის მთავარ დავალებებს წარმოადგენს: ტერიტორიული წყლების გამგეობა, ზღვის დაბინძურებისგან დაცვა, საზღვაო სამართალდაცვა, ძებნის და გადარჩენის დავალებების შესრულება, პორტების დაცვა და საზღვაო თავდაცვა. ყოფილი საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალები გაერთიანდა სანაპირო დაცვაში 2009 წელს.
საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალები იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების შტო 2009 წლამდე, როცა ის შეუერთდა სანაპირო დაცვას და გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს. 2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველოს საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედიოდა 19 ხომალდი და 531 ეკიპაჟის წევრი, რომელთაგან 181 იყო ოფიცერი, 200 NCO, 114 ახალწვეული და 36 სამოქალაქო პირი.
საქართველოს სანაპირო დაცვის შტაბ-ბინა და მთავარი ბაზა მდებარეობს ფოთის შავი ზღვის პორტში, მეორე, უფრო პატარა ბაზა მდებარეობს აჭარაში, ბათუმში. სანაპირო დაცვა ასევე მოიცავს სპეციალურ კონტრტერორისტულ დანაყოფს. საზღვაო სადაზვერვო რადარები განთავსებულია ანაკლიაში, ფოთში, სუფსაში, ჩაქვსა და გონიოში და საერთო ჯამში ფარავს ტერიტორიულ წყლებს მთლიანად.
2021 წლისათვის საქართველოს სანაპირო დაცვის მეთაურია კაპიტანი რამაზ პაპიძე.