From Wikipedia, the free encyclopedia
სატურნი (სიმბოლო: ♄; ძვ. ქართული სახელწოდებებია: კრონოსი ან ზუალი[7]) — სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია - ♄. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (土星), ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. ითვლება რომ სატურნის რგოლები, პირველად გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა, საკუთარი ტელესკოპით გაკეთებული ასტრონომიული დაკვირვებებისას (1610 წელს). თუმცა ტელესკოპის არასრულყოფილებისა და მცირე გადიდების გამო, გალილეომ ვერ ამოიცნო უშუალოდ რგოლები, მან რაღაც „უცნაური“ წარმონაქმნები დალანდა, რომლებიც ტოსკანის ჰერცოგისთვის 1610 წელს მიწერილ წერილში, „სატურნის ყურებად“ მოიხსენია.
სატურნი | ||||
---|---|---|---|---|
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
აფელიუმი |
1 513 325 783 კმ 10,116 ა. ე. | |||
პერიჰელიუმი |
1 353 572 956 კმ 9,048 ა. ე. | |||
დიდი ნახევარღერძი (a) |
1 433 449 370 კმ 9,582 ა. ე. | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0,055 723 219 | |||
გარშემოვლის სიდერული პერიოდი | 10 759,22 დღე (29,46 წელი)[1] | |||
გარშემოვლის სინოდური პერიოდი | 378,09 დღე | |||
ორბიტალური სიჩქარე (v) | 9,69 კმ/წმ | |||
დახრილობა (i) |
2,485 240° 5,51° (მზის ეკვატორის მიმართ) | |||
ამომავალი კვანძის გრძედი () |
113,642 811° | |||
პერიცენტრის არგუმენტი () | 336,013 862° | |||
თანამგზავრები | 146 | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
შეზნექვა | 0,097 96 ± 0,000 18 | |||
ეკვატორული რადიუსი | 60 268 ± 4 კმ [2] | |||
პოლარული რადიუსი | 54 364 ± 10 კმ [2] | |||
ზედაპირის ფართობი (S) | 4,27×1010 კმ²[3] | |||
მოცულობა (V) | 8,2713×1014 კმ³ [4] | |||
მასა (m) | 5,6846×1026 კგ[4] | |||
საშუალო სიმკვრივე () | 0,687 გრ/სმ³[2][4] | |||
თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) | 10,44 მ/წმ²[4] | |||
მეორე კოსმოსური სიჩქარე () | 35,5 კმ/წმ[4] | |||
ბრუნვის ეკვატორული სიჩქარე | 9,87 კმ/წმ | |||
ბრუნვის პერიოდი (T) | 10 სთ 34 წთ 13 წმ ± 2с[5] | |||
ღერძის დახრილობა | 26,73°[4] | |||
ჩრდილოეთი პოლუსის გადახრა () | 83,537° | |||
ალბედო |
0,342 (ბონდი) 0,47 (გეომ. ალბედო)[4] | |||
ხილული ვარსკვლავური სიდიდე | +1.47-დან - −0.24-მდე [6] | |||
ტემპერატურა | ||||
| ||||
დონე 1 ბარი |
| |||
0,1 ბარი |
| |||
ატმოსფერო | ||||
~96 % წყალბადი ~3 % ჰელიუმი |
სატურნის პირველი მაღალი გარჩევადობის ფოტოსურათები პიონერ 11 -მა 1979 წლის სექტემბერში გადაიღო 20 000 კმ-ის მანძილიდან. სურათებზე, სატურნის რამდენიმე თანამგზავრიც აღმოაჩინეს. ნასას 2023 წლის მონაცემებით სატურნს 146 თანამგზავრი ჰყავს,[8] მათ შორის ყველაზე დიდია ტიტანი. სატურნის ატმოსფეროს 96,3 % წყალბადისგან შედგება, 3,25 % ჰელიუმისგან, დანარჩენი 0,45 % სხვა აირებია.
სატურნი აფელიუმში მზიდან 1 513 325 783 კმ-ზე (10.11595804 ა.ე.) იმყოფება, ხოლო პერიფელიუმში 1 353 572 956 კმ (9.04807635 ა.ე.). მზიდან საშუალო დაშორების მანძილია 1 433 449 370 კმ (9.58201720 ა. ე.). სიდერული ბრუნვის პერიოდია 10 სთ 34 წთ. ორბიტაზე მოძრაობის სიდერული პერიოდია 29 წელი 5 თვე 15 დღე. ორბიტის ექსცენტრისიტეტია 0.055723219. მისი ეკვატორული დიამეტრია 120 540 კმ, ხოლო პოლარული დიამეტრი 108 730 კმ. მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 9690 მ/წმ. მისი მასა 95 დედამიწის მასის ტოლია. გარე ღრუბლების ფენის მაქსიმალური ტემპერატურაა -139 °C (134 °K), მინიმალური -190 °C (83 °K).
სატურნს ირგვლივ მკვეთრად შესამჩნევი რგოლები აკრავს, რომლის 93 % ყინულის ნაწილაკებისგან და 7 % ქვიანი მასისა და მტვრისგან შედგება. რგოლების სისქეა დაახლოებით 20 მ. ყველაზე ახლო რგოლი სატურნის ეკვატორის ზედაპირიდან 6630 კმ-ზეა, ყველაზე შორი 120 700 კმ-ზე. ამ რგოლების შესახებ 2 თეორია არსებობს. პირველი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ეს რგოლები სატურნის რომელიღაც დაშლილი თანამგზავრის ნაწილებია, ხოლო მე 2 თეორიის მიხედვით, მილიარდობით წლის წინ მზის სისტემის ამ ადგილზე სატურნი სწორედ ამ მტვრის ნაწილაკების შეერთებით წარმოიქმნა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.