![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2a/Sarajishvili_Metro_Station.jpg/640px-Sarajishvili_Metro_Station.jpg&w=640&q=50)
სარაჯიშვილი (თბილისის მეტრო)
თბილისის მეტროსადგური / From Wikipedia, the free encyclopedia
„სარაჯიშვილი“ (ყოფილი „გურამიშვილი“) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც ახმეტელის თეატრისა და გურამიშვილის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი გაიხსნა 1989 წლის 7 იანვარს. არქიტექტორი — გ. მოძმანიშვილი.[2] მშენებლობა განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[1]
სწრაფი ფაქტები „სარაჯიშვილი“, ამოსასვლელი ...
„სარაჯიშვილი“ | |
---|---|
![]() პირველი ხაზი | |
თბილისის მეტროპოლიტენი | |
![]() | |
ამოსასვლელი | 41°47′01″N 44°47′58″E |
რაიონი | ნაძალადევის რაიონი |
გახსნის თარიღი | 7 იანვარი, 1989; 35 წლის წინ (1989-01-07) |
წინა სახელები | „გურამიშვილი“ |
ტიპი | მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის კოლონური |
ბაქნების რაოდენობა | 1 |
ბაქნის ტიპი | კუნძულოვანი |
ბაქნის სიგრძე | 102 მ |
არქიტექტორ(ებ)ი | გ. მოძმანიშვილი |
მშენებელი კომპანია | „თბილმეტრომშენი“[1] |
ქალაქში გასასვლელი | დავით გურამიშვილის გამზირი |
სამუშაო გრაფიკი | 06:00—00:00 |
| |
„სარაჯიშვილი“ ვიკისაწყობში |
დახურვა
სადგურის მოსაცდელი ვესტიბიული თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული და განიერი სვეტებითაა დანაწევრებული, ხოლო ჭერზე დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის მონიტორები. სადგურში შესასვლელი ერთი მხრიდანაა განლაგებული.