სან-ანტონიო სპურსი
From Wikipedia, the free encyclopedia
სან-ანტონიო სპურსი (ინგლ. San Antonio Spurs) — ამერიკის პროფესიონალური საკალათბურთო გუნდი, რომელიც მდებარეობს სან-ანტონიოში, ტეხასის შტატში. „სპურსი“ არის სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონის წევრი, რომელიც დასავლეთ კონფერენციას ეკუთვნის NBA-ში.
სან-ანტონიო სპურსი San Antonio Spurs | |||
---|---|---|---|
სან-ანტონიო სპურსის სეზონი 2012–13 | |||
კონფერენცია | დასავლეთი | ||
დივიზიონი | სამხრეთ-დასავლეთი | ||
დაარსდა | 1967 (NBA შემოუერთდა 1976 წელს) | ||
ისტორია | დალას ჩეპერელსი (ABA) 1967–1970, 1971–1973 ტეხას ჩეპერელსი (ABA) 1970–1971 სან-ანტონიო სპურსი (ABA) 1973–1976 სან-ანტონიო სპურსი (NBA) 1976-დღემდე | ||
არენა | AT&T Center | ||
ქალაქი | სან-ანტონიო, ტეხასი | ||
გუნდის ფერები | შავი, ვერცხლისფერი და თეთრი | ||
მფლობელ(ებ)ი | პიტერ ჰოლტი | ||
გენერალური მენეჯერი | არ სი ბაფორდი | ||
მთავარი მწვრთნელი | გრეგ პოპოვიჩი | ||
D-ლიგის კლუბი | Austin Toros | ||
ჩემპიონები | 4 (1999, 2003, 2005, 2007) | ||
კონფერენციის ტიტულები | 4 (1999, 2003, 2005, 2007) | ||
დივიზიონის ტიტულები | 18 (1978, 1979, 1981, 1982, 1983, 1990, 1991, 1995, 1996, 1999, 2001, 2002, 2003, 2005, 2006, 2009, 2011, 2012) | ||
ოფიციალური საიტი | spurs.com | ||
|
„სპურსი“ არის იმ ოთხ გუნდთაგან ერთ-ერთი, რომელიც 1976 წელს ამერიკული საკალათბურთო ასოციაციიდან (ABA) შემოუერთდა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას ამ ორი ლიგის გაერთიანებისას. „სპურსი“ არის ერთადერთი ყოფილი ABA-ს გუნდი, რომელმაც შეძლო NBA-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, ისტორიაში კი მათ ეს 4-ჯერ შელძეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“, „ბოსტონ სელტიქსისა“ და „ჩიკაგო ბულზის“ შემდეგ.[1] 2009 წლის ივლისის მონაცემებით, „სპურსს“ გამარჯვების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გააჩნია და ამ მაჩვენებლით NBA-ს ისტორიაში მესამე ადგილზე. მას შემდეგ რაც NBA-ში მონაწილეობს, გუნდმა მხოლოდ და მხოლოდ 4-ჯერ გამოტოვა პლეი-ოფი.
1976-1977 წლების სეზონიდან მოყოლებული (NBA-ში გადმოსვლის შემდეგ) გუნდმა 36 სეზონში დივიზიონის 18 ტიტულის მოპოვება შეძლო. უკანასკნელი 22 სეზონიდან, 21-ჯერ მოახერხეს პლეი-ოფში გასვლა. არ გაუცდენიათ პლეი-ოფი უკანასკნელი 15 სეზონის მანძილზე, მას შემდეგ რაც გუნდმა დრაფტზე ტიმ დანკანი აირჩია 1997 წელს. მას შემდეგ რაც „სპურსმა“ 2011-12 წლების სეზონი 50 მოგებით დაასრულა, გუნდი ფლობს რეკორდს ზედიზედ ყველაზე მეტი, 50-ზე მეტი გამარჯვება სეზონში, რაც უკვე 13-ჯერ შელძეს.