From Wikipedia, the free encyclopedia
სანქტ-პელტენი (გერმ. Sankt Pölten) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის მხარის დედააქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 51 956 ადამიანს შეადგენს. სანქტ-პელტენი საკუთარი სტატუსის ქალაქია და აქედან გამომდინარე, წარმოადგენს მუნიციპალიტეტსა და რაიონს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სანქტ-პელტენი გერმ. Sankt Pölten | |||
| |||
ქვეყანა | ავსტრია | ||
ფედერალური მიწა | ქვემო ავსტრია | ||
კოორდინატები | 48°12′00″ ჩ. გ. 15°37′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Matthias Stadler | ||
ფართობი | 108.44 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 267 მეტრი | ||
მოსახლეობა | 55 514 (1 იანვარი, 2020) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 2742[1] [2] | ||
საფოსტო ინდექსი | 3100[3] | ||
საავტომობილო კოდი | P | ||
ოფიციალური საიტი | http://www.st-poelten.gv.at | ||
ქალაქი მდებარეობს მდინარე ტრაიზენზე, ალპების ჩრდილოეთითა და ვახაუს სამხრეთით.
ქალაქის უძველესი ნაწილი უძველეს რომაულ ქალაქ აელიუმ-სეტიუმის ადგილასაა გაშენებული, რომელიც II-IV საუკუნეებში არსებობდა. 799 წელს მას ტრესიმას ეძახდნენ. 1050 წელს სანქტ-პელტენს პატარა ქალაქის სტატუსი მიენიჭა, 1159 წელს კი ქალაქი გახდა. 1494 წალმდე წარმოადგენდა პასაუს ეპარქიის ნაწილს, ამის შემდეგ კი სახელმწიფოს ნაწილი გახდა. 771 წელს დაარსდა ბენედიქტური მონასტერი. 1081 — 1784 წლებში მასპინძლობდა ავგუსტინელთა ორდენს. 1785 წელს, ამ შენობაში გახისნა სანქტ-პელტენის კათედრა. ქვემო ავსტრიის პარლამენტის 1986 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, ქალაქმა ვენა ჩაანაცვლა და ქვემო ავსტრიის დედაქალაქის სტატუსი მიენიჭა. 1997 წლიდან, აქ ფუნქციონირებს ამ რეგიონის მთავრობა.
სახელი სანქტ-პელტენი მომდინარეობს ჰიპოლიტუსიდან.
2001 წლის 15 მაისის მონაცემებით, 40 041 ადამიანი მუშაობდა ქალაქის 2 711 კომპანიაში, რომელთანაგ 23 მსხვილი საწარმოა თითოეულში 200-ზე მეტი დასაქმებული ადამიანით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.