სამხრეთი კოტაბატო
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთი კოტაბატო (ოფიციალურად სამხრეთ კოტაბატოს პროვინცია; ტაგ: Timog Cotabato; სებ: Habagatang Cotabato) — ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს მინდანაოში, სოკსკსარგენის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია კორონადალი. ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან სულთან-კუდარათი ესაზღვრება, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — სარანგანი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — სამხრეთი დავაო. პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სარანგანის ყურეა გადაჭიმული.
სამხრეთი კოტაბატო | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | Koronadal | ||||
შიდა დაყოფა | პოლომოლოკი, ტუპი (სამხრეთი კოტაბატო), Koronadal, ბანგა (სამხრეთი კოტაბატო), ლაკე-სებუ (სამხრეთი კოტაბატო), Norala, სანტო-ნინიო (სამხრეთი კოტაბატო), სურალია, ტ'ბოლი (სამხრეთი კოტაბატო), ტამპაკანი და ტანტანგანი | ||||
კოორდინატები | 6°10′00″ ჩ. გ. 125°00′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Reynaldo Tamayo Jr. | ||||
დაარსდა | 18 ივლისი, 1966[1] | ||||
ფართობი | 3935.95 კმ² | ||||
მოსახლეობა | 975 476 (1 მაისი, 2020)[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 83 | ||||
საფოსტო ინდექსი | 9500–9513 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.southcotabato.gov.ph | ||||
| |||||
სარანგანის ყურის სანაპიროზე გენერალ-სანტოსი მდებარეობს, რომელიც რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა მისგან დამოუკიდებლად იმართება. წარსულში სამხრეთ კოტაბატოს პროვინციის შემადგენლობაში სარანგანის პროვინციაც შედიოდა, თუმცა 1992 წელს ის დამოუკიდებელ პროვინციად ჩამოყალიბდა.