სამეფო პრინცესა
From Wikipedia, the free encyclopedia
სამეფო პრინცესა (ინგლ. Princess Royal) — ბრიტანული არისტოკრატიული წოდება, რომელიც ენიჭება მონარქის უფროს ქალიშვილს. ტრადიციისამებრ, ამ წოდებას პრინცესა სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გადაეცემა იგი სხვა მონარქის უფროს ასულს. წოდება 1631 წელს გამოიგონა მეფე ჩარლზ I-მა თავისი პირველი ქალიშვილის, პრინცესა მერისათვის და იგი დღემდე არსებობს. დღეისათვის სამეფო პრინცესა დედოფალ ელისაბედ II-ის ერთადერთი ქალიშვილი, პრინცესა ანაა, მის შემდეგ კი მას პრინცი ულიამის ასული, პრინცესა შარლოტა მიიღებს.