სალონიკი
From Wikipedia, the free encyclopedia
სალონიკი (ბერძ. Θεσσαλονίκη) ასევე ცნობილია როგორც თესალონიკი — საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი. მაკედონიის გეოგრაფიული რეგიონის, ცენტრალური მაკედონიის ადმინისტრაციული რეგიონის და მაკედონიისა და თრაკიის დეცენტრალიზებული ადმინისტრაციის დედაქალაქი.[1][2] იგი ასევე ცნობილია, როგორც η Συμπρωτεύουσα (i Symprotévousa), სიტყვასიტყვით „თანა-დედაქალაქი“.[3]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სალონიკი Θεσσαλονίκη | |||
სალონიკის პანორამა | |||
| |||
ქვეყანა | საბერძნეთი | ||
პერიფერია | ცენტრალური მაკედონია | ||
კოორდინატები | 40°38′00″ ჩ. გ. 22°57′00″ ა. გ. | ||
ქალაქის მერი | კონსტანტინოს ზერვასი | ||
დაარსდა | ძვ. წ. 315 | ||
პირველი ხსენება | ძვ. წ. IV საუკუნე | ||
ფართობი | 17.8 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 0 - 20 მ | ||
ოფიციალური ენა | ბერძნული ენა | ||
მოსახლეობა | 363 987 კაცი (2001) | ||
სიმჭიდროვე | 20 449 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 1 057 825 | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | 2310 | ||
საფოსტო ინდექსი | 53x xx, 54x xx, 55x xx, 56x xx | ||
საავტომობილო კოდი | MM, NA, NB, NE, NH, NI, NK, NM, NN, NO, NP, NT, NY, NX და NZ | ||
ოფიციალური საიტი | thessalonikicity.gr | ||
სალონიკი მდებარეობს თერმაიკოსის ყურეში, ეგეოსის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, მდინარე ვარდარის შესართავთან. სალონიკის დიმში, ქალაქის ისტორიულ ცენტრში 2021 წელს ცხოვრობდა 317 778,[4] ხოლო ქალაქის აგლომერაციაში 1 091 424 ადამიანი.[5][6] ქალაქი არის საბერძნეთის მეორე ძირითადი ეკონომიკური, ინდუსტრიული, კომერციული და პოლიტიკური ცენტრი და მთავარი სატრანსპორტო კერა საბერძნეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რაც განაპირობა სალონიკის პორტმა.[7] ქალაქი ცნობილია თავისი ფესტივალებით, ღონისძიებებით და აქტიური კულტურული ცხოვრებით,[8] ითვლება საბერძნეთის კულტურულ დედაქალაქად.[8] ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა სალონიკის საერთაშორისო გამოფენა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება ყოველწლიურად, ხოლო ქალაქი ორ წელიწადში ერთხელ მასპინძლობს ბერძნული დიასპორის შეხვედრას.[9] სალონიკი იყო 2014 წლის ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქი.[10] ქალაქის მთავარი, არისტოტელეს უნივერსიტეტი ყველაზე დიდია ბალკანეთში.[11]
ქალაქი ძვ. წ. 315 წელს დააარსა მაკედონიის მეფე კასანდროსმა, რომელმაც მას თავისი მეუღლის თესალონიკეს, ფილიპე II მაკედონელის ქალიშვილისა და ალექსანდრე მაკედონელის დის სახელი უწოდა. რომაული პერიოდის მნიშვნელოვანი მეტროპოლია, სალონიკი იყო ბიზანტიის იმპერიის სიდიდით მეორე და უმდიდრესი ქალაქი. იგი ოსმალებმა დაიპყრეს 1430 წელს და მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი და მრავალეთნიკური მეტროპოლია თურქეთის მმართველობის ქვეშ დარჩა თითქმის ხუთი საუკუნის განმავლობაში, ხოლო XVI-XX საუკუნეებში იყო ერთადერთი ქალაქი ევროპაში, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ. ოსმალეთის შემადგენლობიდან გავიდა 1912 წლის 8 ნოემბერს საბერძნეთის სამეფოს შექმნის შემდეგ. თესალონიკში წარმოდგენილია ბიზანტიური არქიტექტურა, მათ შორის მრავალი ადრექრისტიანული და ბიზანტიური ძეგლი, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, ასევე რამდენიმე რომაული, ოსმალური და ებრაული ნაგებობები.
სალონიკი საბერძნეთში პოპულარული ტურისტული ადგილია. 2013 წელს ჟურნალმა „National Geographic“ სალონიკი შეიყვანა მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებში,[12] ხოლო 2014 წელს ჟურნალმა „Financial Times“ სალონიკი გამოაცხადა, როგორც მომავლის საუკეთესო საშუალო ზომის ევროპული ქალაქი ადამიანური კაპიტალისა და ცხოვრებისათვის.[13][14]