საერთაშორისო ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
საერთაშორისო ენა — ენა, რომელსაც იყენებს ხალხის მნიშვნელოვანი რაოდენობა კომუნიკაციისთვის. ამავე მნიშვნელობით გამოიყენება ასევე ტერმინი მსოფლიო მნიშვნელობის ენა. ტერმინი გულისხმობს ასევე ე. წ. ხელოვნურ ენებს, მაგალითად ესპერანტოს . XVII-XVIII საუკუნეებში იყო ხელოვნური დამწერლობის შექმნის მცდელობაც.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე გავრცელებული საერთაშორისო ენა ინგლისური გახდა.