From Wikipedia, the free encyclopedia
საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — ეროვნული საფეხბურთო გუნდი, რომელიც 1924–1991 წლებში საბჭოთა კავშირს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებსა და შეხვედრებზე წარმოადგენდა. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებდა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია. ნაკრებმა საუკეთესო შედეგს საერთაშორისო ასპარეზზე 1960 წელს მიაღწია, როდესაც ევროპის ერთა თასი მოიპოვა.
ასოციაცია | საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია | |||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კონფედერაცია | უეფა | |||||||||||||||||||||||||||
მთავარი მწვრთვნელი |
ანატოლი ბიშოვეცი (უკანასკნელი) | |||||||||||||||||||||||||||
კაპიტანი |
ალექსეი მიხაილიჩენკო (ევრო 92-ის შესარჩევი ტურნირი) | |||||||||||||||||||||||||||
ყველაზე მეტი კეპი | ოლეგ ბლოხინი (112) | |||||||||||||||||||||||||||
ბომბარდირი | ოლეგ ბლოხინი (42) | |||||||||||||||||||||||||||
ფიფა-ს კოდი | URS | |||||||||||||||||||||||||||
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი | 1 (ივლისი 1960) | |||||||||||||||||||||||||||
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი | 1 (1963–65, 1966, 1983–84, 1985–86, 1987, 1988) | |||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||
პირველი საერთაშორისო | ||||||||||||||||||||||||||||
სსრკ 3–0 თურქეთი (მოსკოვი, სსრკ; 16 ნოემბერი, 1924) | ||||||||||||||||||||||||||||
უდიდესი გამარჯვება | ||||||||||||||||||||||||||||
სსრკ 11–1 ინდოეთი (მოსკოვი, სსრკ; 16 სექტემბერი, 1955) ფინეთი 0–10 სსრკ (ჰელსინკი, ფინეთი; 15 აგვისტო, 1957) | ||||||||||||||||||||||||||||
უდიდესი დამარცხება | ||||||||||||||||||||||||||||
ინგლისი 5–0 სსრკ (ლონდონი, ინგლისი; 22 ოქტომბერი, 1958) ბოლო საერთაშორისო კვიპროსი 0–3 სსრკ (ლარნაკა, კვიპროსი; 13 ნოემბერი, 1991) მსოფლიო ჩემპიონატი | ||||||||||||||||||||||||||||
გამოსვლა | (პირველად 1958) | |||||||||||||||||||||||||||
საუკეთესო შედეგი |
მეოთხე ადგილი, 1966 ევროპის ჩემპიონატი | |||||||||||||||||||||||||||
გამოსვლა | (პირველად 1960) | |||||||||||||||||||||||||||
საუკეთესო შედეგი | ჩემპიონი, 1960 | |||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები
ოლიმპიური თამაშები და ევროთასები
|
საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 1991 წელს შეწყვიტა არსებობა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად. მისი სამართალმემკვიდრე გახდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც წარმოადგენდა იმ თერმეტ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას, რომლებიც გახდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრები და ასევე საქართველოს, რომელიც არ იყო ორგანიზაციის წევრი. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა — ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ, რომლებიც საქართველოს მსგავსად არ იყვნენ დსთ-ს წევრები, საკუთარი ეროვნული ნაკრებები ჩამოაყალიბეს და არ შეუერთდნენ დსთ-ს საფეხბურთო ნაკრებს. 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დსთ-ს ნაკრებმაც შეწყვიტა არსებობა და დსთ-ს ნაკრების წევრმა თორმეტივე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, საკუთარი ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები ჩამოაყალიბეს.
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, რაც პირველ მსოფლიო ომთან, ოქტომბრის რევოლუციასთან და შემდგომ უკვე რუსეთის სამოქალაქო ომთან დაკავშირებული მოვლენებით იყო გამოწვეული, რუსეთის ნაკრები 1923 წელს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრების სახელით, მისივე დროშის ქვეშ შეიკრიბა. იმ დროს გუნდმა სამი შეხვედრა გამართა ევროპაში — ესტონეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ეროვნულ გუნდებთან და სამივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა (საერთო ანგარიშით 9–5).
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებს, იგი პირველად 1924 წლის ბოლოს შეიკრიბა. პირველი საერთაშორისო მატჩი გუნდმა მოსკოვში, იმავე წლის 16 ნოემბერს, თურქეთის საფეხბურთო ნაკრებთან გამართა. შეხვედრა საბჭოთა ფეხბურთელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 3–0 დამთავრდა.
შემდგომი 11 წლის განმავლობაში (1925–1935) საბჭოთა კავშირის ეროვნულმა ნაკრებმა 40-ზე მეტი საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა, მათგან მხოლოდ ოთხი საშინაო. ამ შეხვედრათა უმრავლესობაში მათ მეტოქეებს თურქეთის სხვადასხვა ნაკრები გუნდები და წითელი სპორტული ინტერნაციონალის შემადგენლობაში შემავალი გერმანიის მშრომელთა სპორტული კავშირის გუნდები წარმოადგენდნენ (16–16 მატჩი). ამას გარდა, შეხვედრები ჩატარდა სკანდინავიისა და ავსტრიის საფეხბურთო კლუბებსა და მშრომელთა ნაკრებებთან, ასევე, ლატვიისა და ნორვეგიის ნაკრებებთან. ყველა ამ შეხვედრათა საერთო შედეგი — 32-ზე მეტი გამარჯვება (ლატვიის გუნდებთან ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა უცნობი რჩება), 5 ფრე და 2 წაგება. ჩატარებული შეხვედრების ფარგლებში ნაკრების საუკეთესო ბომბარდირები მიხეილ ბუტუსოვი[1] და ფიოდორ სელინი[2] გახდნენ.
ფინალური ტურნირები | შესარჩევი ტურნირები | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წელი | შედეგი | ადგილი | თ | მ | ფ | წ | გბ | მბ | შემადგენლობა | ადგილი | თ | მ | ფ | წ | გბ | მბ | |
1930 | არ მონაწილეობდა | არ მონაწილეობდა | |||||||||||||||
1934 | |||||||||||||||||
1938 | |||||||||||||||||
1950 | |||||||||||||||||
1954 | |||||||||||||||||
1958 | მეოთხედფინალი | 7 | 5 | 2 | 1 | 2 | 5 | 6 | შემადგენლობა | 1/3* | 5 | 4 | 0 | 1 | 18 | 3 | |
1962 | მეოთხედფინალი | 6 | 4 | 2 | 1 | 1 | 9 | 7 | შემადგენლობა | 1/3 | 4 | 4 | 0 | 0 | 11 | 3 | |
1966 | 4 ადგილი | 4 | 6 | 4 | 0 | 2 | 10 | 6 | შემადგენლობა | 1/4 | 6 | 5 | 0 | 1 | 19 | 6 | |
1970 | მეოთხედფინალი | 5 | 4 | 2 | 1 | 1 | 6 | 2 | შემადგენლობა | 1/3 | 4 | 3 | 1 | 0 | 8 | 1 | |
1974 | შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა | 1/3** | 5 | 3 | 1 | 1 | 5 | 2 | |||||||||
1978 | 2/3 | 4 | 2 | 0 | 2 | 5 | 3 | ||||||||||
1982 | მეორე ჯგუფური ეტაპი | 7 | 5 | 2 | 2 | 1 | 7 | 4 | შემადგენლობა | 1/5 | 8 | 6 | 2 | 0 | 20 | 2 | |
1986 | 1/8 ფინალი | 10 | 4 | 2 | 1 | 1 | 12 | 5 | შემადგენლობა | 2/5 | 8 | 4 | 2 | 2 | 13 | 8 | |
1990 | ჯგუფური ეტაპი | 17 | 3 | 1 | 0 | 2 | 4 | 4 | შემადგენლობა | 1/5 | 8 | 4 | 3 | 1 | 11 | 4 | |
სულ | საუკეთესო: 4 ადგილი | მონაწილეობა: 7/14 | 31 | 15 | 6 | 10 | 53 | 34 | 52 | 35 | 9 | 8 | 110 | 32 | |||
ფინალური ტურნირები | შესარჩევი ტურნირები | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წელი | შედეგი | ადგილი | თ | მ | ფ | წ | გგ | მგ | შემადგენლობა | ადგილი | თ | მ | ფ | წ | გგ | მგ | |
1960 | ჩემპიონი | 1 | 2 | 2 | 0 | 0 | 5 | 1 | შემადგენლობა | ნახევარფინალი | 2 | 2 | 0 | 0 | 4 | 1 | |
1964 | ფინალისტი | 2 | 2 | 1 | 0 | 1 | 4 | 2 | შემადგენლობა | ნახევარფინალი | 4 | 2 | 2 | 0 | 7 | 3 | |
1968 | 4 ადგილი | 4 | 2 | 0 | 1 | 1 | 0 | 2 | შემადგენლობა | ნახევარფინალი | 8 | 6 | 0 | 2 | 19 | 8 | |
1972 | ფინალისტი | 2 | 2 | 1 | 0 | 1 | 1 | 3 | შემადგენლობა | ნახევარფინალი | 8 | 5 | 3 | 0 | 16 | 4 | |
1976 | შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა | 1/4 ფინალი | 8 | 4 | 1 | 3 | 12 | 10 | |||||||||
1980 | 4/4 | 6 | 1 | 3 | 2 | 7 | 8 | ||||||||||
1984 | 2/4 | 6 | 4 | 1 | 1 | 11 | 2 | ||||||||||
1988 | ფინალისტი | 2 | 5 | 3 | 1 | 1 | 7 | 4 | შემადგენლობა | 1/5 | 8 | 5 | 3 | 0 | 14 | 3 | |
1992 | მონაწილეობდა როგორც დსთ-ს ნაკრები | 1/5 | 8 | 5 | 3 | 0 | 13 | 2 | |||||||||
სულ | 1 ტიტული | მონაწილეობა: 5/8 | 13 | 7 | 2 | 4 | 17 | 12 | 58 | 34 | 16 | 8 | 103 | 41 | |||
ჩატარებული მატჩების მიხედვით
|
ბომბარდირები
1991 წლის დეკემბერში სოვეტსკი სპორტში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით.[18] |
|
|
|
|
|
ევრო 1988
საშინაო |
ევრო 1988
საგარეო |
1988
ოლიმპიური |
მჩ–1990
საშინაო |
მჩ–1990
საგარეო |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.