From Wikipedia, the free encyclopedia
საბერძნეთის პარლამენტი (ბერძ. Βουλή των Ελλήνων; იკითხება შემდეგნაირად: ვოული ტონ ელინონ) - საბერძნეთის პარლამენტი მდებარეობს პარლამენტის შენობაში (ძველი სამეფო სასახლე), სინტაგმას მოედანზე, ათენში.
Βουλή των Ελλήνων | |
---|---|
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ერთპალატიანი |
ხელმძღვანელები | |
სპიკერი |
ფილიპოს პეტსალნიკოსი, სრულიად ბერძენთა სოციალური მოძრაობა. 2008-დან |
სტრუქტურა | |
წევრები | 300 |
პოლიტიკური ჯგუფები |
(მწვანე)-სრულიად ბერძენთა სოციალური მოძრაობა(153) (ღია ლურჯი)-ახალი დემოკრატია (85) (წითელი)-კომუნისტური პარტია (21) (მუქი ლურჯი)-სახალხო მართლმადიდებლური კრება (16) (ყვითელი)-რადიკალ მემარცხენეთა კოალიცია (9) (ნაცრისფერი)-დამოუკიდებელი წევრები (16) [1] |
არჩევნები | |
საარჩევნო სისტემა | პროპორციული |
ბოლო არჩევნები | 4 ოქტომბერი, 2009 |
სხდომების ადგილი | |
სინტაგმას მოედანი ვასილის სოფიას პროსპექტი ათენი საბერძნეთი | |
საიტი | |
საბერძნეთის პარლამენტი |
ის არის ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო 300 წევრით, რომლებიც არჩეული არიან 4 წლით. 1844-1863 და 1927-1935 წლებში პარლამენტი იყო ორპალატიანი, ზედა - საბერძნეთის სენატით და ქვედა პალატით.
საბერძნეთის რევოლუციის დროს გაიმართა რამდენიმე სახალხო კრება, თუმცა პირველი პარლამენტი მხოლოდ 1843 წელს 3 სექტემბრის რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა, როდესაც ოტოს (საბერძნეთის პირველი მეფე) კონსტიტუციის მიღება აიძულეს. 1911 წელს კონსტიტუციის გადახედვამ გამოიწვია მასში ადამიანის უფლებების გამტკიცება, საკანონმდებლო უფლებებბის გადანაწილება და პარლამენტის მოდერნიზაცია. შვიდწლიანი 1967-1974 სამხედრო დიქტატურის შემდეგ, 1974 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელსაც ქვეყნის მმართველობის ფორმის უნდა განესაზღვრა. 69.18%-ით ბერძნებმა კონსტიტუციური მონარქიას საპარლამენტო რესპუბლიკა ამჯობინეს. პარლამენტის წევრებს სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი იცავს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.