From Wikipedia, the free encyclopedia
საბაელთა დედოფალი (ებრ. מַלְכַּת שְׁבָא Malkaṯ Šəḇāʾ, არაბ. ملكة سبأ Malikat Sabaʾ) — საბაელთა სამეფოს (შებას) მმართველი ებრაული და ისლამური ტრადიციების თანახმად. ბიბლიური მონათხრობების მიხედვით, სოლომონის მეფობისას იგი ისრაელის სამეფო კარს ესტუმრა აქლემების ქარავნით, რომელმაც ოქრო, ძვირფასეულობა და სანელებლები ჩაიტანა. ეს ისტორია მიუთითებს ძველ ისრაელსა და სამხრეთ არაბეთს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობების არსებობაზე. ბიბლიის თანახმად, სტუმრობის მიზანი სოლომონის სიბრძნის შემოწმება იყო, რა დროსაც დედოფალმა მეფეს გამოცანები შეეკითხა.[1]
საბაელთა დედოფალი ჩნდება ყურანშიც, მისი სახელი მოხსენიებული არ არის, ისტორია კი მუსლიმი კომენტატორების მიერ არის შელამაზებული. აქაც დედოფლის სამხრეთარაბული წარმოშობა ჩანს. წარმოადგენს ლეგენდების ფართო ციკლის საგანს.[1]
საბაელთა დედოფალი ეთიოპიის ეროვნულ ეპოსში („მეფეთა დიდების წიგნი“) წამყვან ფიგურად ჩნდება. ამ ტრადიციის თანახმად, დედოფალი (სახელად მაკედა) ესტუმრა სოლომონის კარს (მისი სიბრძნის ამბების გაგების შემდეგ), იქ დარჩა და მასთან სწავლობდა 6 თვის მანძილზე. მისი სტუმრობის ბოლო ღამეს მეფემ მიიტყუა დედოფალი თავის საწოლში და დააორსულა. თავის სამეფოში დაბრუნების შემდეგ, გააჩინა ვაჟი მენელიკი (შემდგომში მეფე მენელიკ I), რითაც სათავე დაედო ეთიოპიის სოლომონის სამეფო დინასტიას (ქვეყანას მართავდა 1974 წლამდე, ჰაილე სელასიე I-ის გადაყენებამდე).[1]
დედოფლის ისტორიას ვხვდებით სპარსელ ავტორებთანაც (სავარაუდოდ, ებრაული ტრადიციიდან აქვთ გადაღებული), სადაც იგი ითვლება ჩინეთის მეფისა და პერის ქალიშვილად.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.