![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cb/CIRCASSIA1840.jpg/640px-CIRCASSIA1840.jpg&w=640&q=50)
რუსეთ-ჩერქეზეთის ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთ-ჩერქეზეთის ომი (1763–1864) — ჩერქეზეთში მომხდარი ბრძოლების გაერთიანება, რომელიც კავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიის დაპყრობის დროს. ომი რუსებსა და ჩერქეზებს შორის 1763 წელს დაიწყო, როდესაც რუსებმა სტრატეგიულ ადგილებში ციხესიმაგრეების აშენება დაიწყეს.[1] ომი მხოლოდ 101 წლის შემდეგ დასრულდა 1864 წლის 2 ივნისს ჩერქეზი ლიდერების მიერ ერთგულების ფიცის ხელმოწერით. რუსეთ-ჩერქეზეთის ომი კავკასიის ომის (1817–1864, დასავლეთ ფრონტზე მომხდარ ბრძოლებს აერთიანებს.
რუსეთ-ჩერქეზეთის ომი | |
---|---|
თარიღი | 1763 – 2 ივნისი [ძველი სტილით 21 მაისი] 1864 |
მდებარეობა | ჩერქეზეთი, ჩრდილო-დასავლეთი კავკასია, თანამედროვე კრასნოდარის მხარეს, ადიღეს, ყარაჩაი- ჩერქეზეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები |
შედეგი | რუსეთის გამარჯვება, ჩერქეზეთის ანექსირება, ჩერქეზების გენოციდი |
ომის დასრულების შემდეგ ოსმალეთის იმპერია მუსლიმანი ჩერქეზებისთვის თავშესაფრად იქცა, რომლებას არ სურდათ ქრისტიანი მონარქის მმართველობის მიღება. ამის გამო ბევრი ჩერქეზი ემიგრაციაში წავიდა ანატოლიაში, ოსმალეთის ოსმალეთის იმპერიის ცენტრალურ ნაწილში.[2][3][4][5][6][7] თურქეთი, სირია, იორდანია, პალესტინა, ისრაელი, ერაყი და კოსოვო ეს ის ქვეყნებია, სადაც დღესაც ცხოვრობს ჩერქეზი მოსახლეობა. 1860-იან წლებში რუსეთმა გააძევა მაღალმთიანი კავკასიის 500 000 მკვიდრი. მათი დიდი ნაწილი გარდაიცვალა დაავადებებისჰამ. ზოგიერთი მათგანი, ვინც რუსეთის ერთგული დარჩა, დაბლობში, მდინარე ყუბანის მარცხენა სანაპიროზე დასახლდა.[8]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/cb/CIRCASSIA1840.jpg/640px-CIRCASSIA1840.jpg)